2.4K 27-28 მარტს, ქალაქ ჩხოროწყუში, ა(ა)იპ ,,ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ მამომობილი ჩამოვა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი კვლევები: •ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის. (მამოგრაფიული კვლევა) •საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის (პაპ-ტესტის ნიმუშის აღება) კვლევები ნიკოლოზ მიქაიას სახელობის ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა #11. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ხორციელდება. 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ასფალტირებული გზის დაგება მიმდინარეობს. next post ახალგაზრდა ლიდერები ჩხოროწყუდან