უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები

Table of Contents

დილით ლონდონის პატარა გორაკზე,
მზის სხივი ნაზად ამოანათებს
და განთიადის მადლით აღვსილი
გული სიცოცხლით გაინავარდებს.

აჰყვება ფიქრი გრძნობა-სიშმაგეს.
ვერ იტევს სათქმელს გულის კარიბჭე.
მზე კვლავ ღრუბლებზე გაჭენებულა
და მონატრებით გაჯერდა სივრცე.

სევდაც მომადგა ამხედრებული,
ვით სიმამაცე ვაჟკაცურ ცხენზე.
მხიარულებაც ჯიქურ შეება,
როგორც ჯიხვს – ჯიხვი ციცაბო კლდეზე.

წვიმაც დამიშენს ზოგჯერ მათრახებს,
გზადაგზა ნისლიც თვალებს ამიხვევს
და ოკეანის ძლიერი ქარი
ხუჭუჭა ფიქრებს ბრაზით ამირევს.

ისევ გუგუნით დარეკავს ზარი,
კვლავ იღიმება ლამაზი ქალი.
ხან ციდან მთვარე დამიწყებს კოცნას
ხანაც იღბალმა გამიღო კარი

და ბოლოს, ისევ დიდი იმედის
ჩუმი ყვირილი სიცხეში ყინავს.
უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები,
გულის სხივებზე სამშობლოს სძინავს.

მასქური

Related posts

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

ირაკლი შენგელია-ნუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ რუსეთი არის ერთმორწმუნე ერი

კოტე ნაჭყებია – ახლახან წავაწყდი პოლემიკას იმის შესახებ, რომ მეგრული იყო თუ არა სიტყვა მაღაზა