ძველი ჩხოროწყუელები სოფრომ შენგელია-ხაბუმელი კომერსანტის ბედი by chkhorotskuge 10/05/2021 written by chkhorotskuge 10/05/2021 2.2K სოფრომ დუტუს ძე შენგელია წარმატებული კომერსანტი. თავისი დროისათვისსაკმაოდ განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება გახლდათ. სოფრომ შენგელია (1874-1937) სოფრომი სენაკის მაზრაში განათლების დარგის მეურვედ იყო არჩეული. რუსული ცარიზმისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების გამო, ის ორჯერ იყო დაპატიმრებული და ციხეში გარკვეული დროგაატარა. როგორც ქველმოქმედს, მას დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული მოსახლეობაში.ისინი პატივს სცემდნენ ამ სიკეთით, ზნეობითა და სამართლიანობით გამორჩეულ პიროვნებას.მისი წყალობით, სენაკში ბევრ საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს დაედო საფუძველი:აშენდა ბიბლიოთეკები, სკოლები და მათ მეურვეობასაც მასვე აკისრებდნენ. სამეგრელო, ერობა. 1920 წელი. მეორე რიგში, მარჯვნიდან მე-4 ზის სოფრომ შენგელია, მე-6 იონა მეუნარგია. სამეგრელო, ერობა. 1912 წელი. პირველ რიგში მე-5 ზის ლეო ქიაჩელი, III რიგში მე-8 _ იონა მეუნარგია, ბოლორიგში მარჯვნიდან მე-5 სოფრომ შენგელია. სოფრომ შენგელიამ 1918-1920 წლებში საქართველოში არსებული ეკონომიური კრიზისისდა შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ერთპიროვნული მონაწილეობა მიიღო _ოდესიდან ნისიად შემოიტანა ერთი გემი ხორბალი და ისეთ ფასში დაურიგა დასავლეთსაქართველოს მოსახლეობას, რომ თვითონ კომერციულ სარგებელზე არც უფიქრია. ლეოქიაჩელთან, იონა მეუნარგიასთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად წლების განმავლობაშისამეგრელოს ერობის აქტიურ წევრად ირიცხებოდა. მეგობრობდა ნიკო მართან,რომელსაც წელიწადში რამდენიმეჯერ ხვდებოდა ხოლმე ფოთში და მომავალ დიდ ენათმეცნიერსმეგრული ენის გაკვეთილებს უტარებდა.სოფრომს თავზარი დასცა 1921 წლის განმეორებითმა რუსულმა ანექსიამ და აქტიურბრძოლას შეუდგა ოკუპანტების წინააღმდეგ. იარაღით ხელში დადგა 1924 წლისაჯანყებულთა გვერდით, რაც შემდგომ მისი დახვრეტის ძირითადი მოტივი გახდა. მას არცაჯანყების დამარცხების შემდეგ შეუწყვეტია ბრძოლა და, როგორც საქართველოს ჩეკასპატაკიდან ჩანს, ის სამეგრელოში იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ერთ-ერთიგამორჩეული ლიდერია. მას 1929 წელს აპატიმრებენ და ციმბირში ასახლებენ, საიდანაც1934 წელს დაბრუნდა, მაგრამ 1937 წლის რეპრესიებს კი ვეღარ გადაურჩა. ფრაგმენტი წიგნიდან “მიხეილ შენგელია” 1912 წელი- რას წერს სოფრომ შენგელია ხაბუმეში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოფრომ შენგელია სიფელ ხაბუმეს შესახებ სოფრომის მეუღლე დომნიკა გეგელია (1894-1975) და ქალიშვილი ლუსია ყავდათ ექვსი შვილი: ვალერიან შენგელია – პედაგოგი. გარდაიცვალა ადრეულ ასაკში პროფესორი მიხეილ შენგელია და პოეტი ალეკო შენგელია ალეკო შენგელია (1914-1975) ალეკო შენგელია – ცნობილი ქართველი პოეტი მიხეილ შენგელია მიხეილ შენგელია- მედიცინის ისტორიის მუზეუმის პირველი დირექტორი, პროფესორი ილია შენგელია (1918-194?) ილია შენგელია- ნიჭიერი პუბლიცისტი და მთარგმნელი. ჩავრარდა ტყვედ. შემდეგში საბჭოთა ჯურღმულებს 28 წლის ასაკში შეეწირა. გიორგი შენგელია (1920 – 2008) გიორგი შენგელია -ინჟინერ-ენერეტიკოსი. ძმასთან ერთად გამოიარა ფაშისტური ტყვეობა , შემდეგ საბჭოთა გულაგი. ცნობები და წიგნი მოგვაწოდა ქართული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ შენგელიამ , რომელიც ღირსეულად აგრძელებს მამის დაწყებულ საქმეს. გაგრძელება იქნება 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post შოთა წურწუმია – ხობწყარს კიდირი დოშინაფჷ next post სოფ. ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024