ქვედა ჩხოროწყუს სადაბო სავჭო სამხრეთ -დასავლეთით, ოჩხომურისა და ხობისწყლის გაშლილ ველზე მდებარეობს. მას სამხრეთით ესაზღვრება ლესიჭინე , ხოლო დასავლეთით -ახუთის სასოფლო სავჭოები. რელიეფი სწორია. ნიადაგი ამ მდინარეთა მიერ ათასწლობით ჩამოტანილ მასითაა დალექილი და ძლიერ ნაყოფიერია წითელ მიწა- ალივიური ხანისაა. ამიტომ აქ ოდიდგანვე სიმინდის, ღომისა და ჭადის -ჭადას უხვ მოსავალს იღებდნენ. ადგილს დიდ ნაწილს ო ჩ ე დ ა ხ ო რ გ ო ნ ა ქვია. ტყეები მასიურად იყო შემოსილი კოლოშის, პანეშის, ჭვიტილურის , ჩეშის და პაპასკირის ვაზით. აყენებდნენ კარგ ღვინოს.ადგილი გადამთიელ მოძალადეთა მიერ არაერთხელ ყოფილა გადამწვარი და აოხრებული . გადმოცემით, თათრებს აქ ჩხოროწყუდან (ცხრა წყაროდან) ოთხი თვალი, ოთხი წყარო ამოუვსიათ და დაუშვრიათ. ჭ ვ ი ლ ი შ ი , ნ ა ე ზ ვ ა რ ი, ნ ა ხ ა ნ გ ი რ უ და სხვა ადგილები იმ საშინელი დროის უსიამოვნო, მაგრამ მეტყველ მოწმეებს წარმოადგენდნენ. სოფელი საკმაოდ მოზრდილია აქ 423 კომლი სახლობს 1596 კაცით. ჭ ვ ი ლ ი შ ი (დამწვრისა), ად. გინაჭვი რენია – გადამწვარიაო. ჭვილი დიხა- დამწვარი მიწა . თურქობის დროს სულ გადაუწვიათ და აუოხრებიათ. ნ ო ჭ კ ა დ უ რ ი (ნასამჭედარი) , ადგ. უძველესი სამჭედლო ყოფილა. აქ დღესაც პოულობენ წიდებს და სამჭედლო ინვენტარს. თ უ რ ქ ი შ ი ნ ო ხ ო რ ი ა (თათრის ნასახკარი ), ად. ეს თურქი აქ დიდიხნის წინად მოსულა , აქ დასახლებულა , ჩვენს ხალხს ძლიერ მეგობრობდა , მეგრულად ლაპარაკობდა , კიდეც დანათესავებლა. მე თქვენი სისხლის კაცი ვარო,- იტყოდა თურმე ხშირად. ნ ა ა ნ გ უ რ უ (ნააგურალი) , ადგ. აქ უძველესი საგურო ყოფილა , დღესაც ჩანს აგურის ქურისა და ძველი აგურის ფენა , დღეს კი ჩაის პლანტაციაა. ნ ა ფ ა ც ხ უ (ნაფაცხარი), ადგ.ამაღლებული ზურგა ადგილი; დღეს აქ ახალ ნახნავზე , ხვნის ხვნის დროს ძველი კაცები და ქოთვნის ნამტრევები ცვივა მიწიდან . აქ ძველად კვარაცხელიები ხახლებულა. გამიგონია: კვარაცხელია უძველესი გვარია , ამ გვარის ხალხი ძალიან ცოცხალი, მოძრავი, ნიჭიერი, კვარაცხელია ყოფილან, ამიტომ შერქმეულნან ამათ ასეთი გვარი. ნ ა ო რ ტ ვ ი ნ უ (ნაბოსტარი) ადგ. ძველად აქ დადიების დიდი ბოსტანი ყოფილა . აქ მოყავდათ ჭარხალი და სხვა ბოსტნეული.
სოფელი ქვედა ჩხოროწყუ
1.6ათასი