238 2026 წლის 18 აპრილს ქალაქ ჯვარში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური პირველობა მძლეოსნობაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ჩხოროწყუს სასპორტო კომპლექსური სკოლის სპორტსმენებმა, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვეს. ტურნირის შედეგად, ნაკრების აქტივში ჯამში 7 მედალია: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ინდივიდუალური შედეგები სახეობების მიხედვით: ბარბარე მებონია — 60 მ. და 300 მ. დისტანცია ანდრია თოდუა — 60 მ. და 200 მ. დისტანცია ნინი ჩიქობავა — სიგრძეზე ხტომა დათუნა ხორავა — ბირთვის კვრა ლუკა ხორავა — 400 მ. დისტანცია გუნდის მომზადებასა და სატურნირო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მწვრთნელ-მასწავლებლებმა: ილია ხორავამ და საბა ხორავამ. მძლეოსნობასპორტი 0 ფეისბუქიTwitterელფოსტა chkhorotskuge წინა პოსტი ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში შემდეგი პოსტი მენტალური ჯანმრთელობის სახლი „კეთილდღეობა“ — სერვისები ბავშვებისთვის