სად არის ტობავარჩხილის ტბა ?

ჩვენს კითხვებს უპასუხებს რომან თოლორდავა

ბატონო რომან, რომელ ტბას ეწოდება”ტობავარჩხილი” რამდენადაც ვხვდებით,  ასეთი სახელითაა ცნობილი რამდენიმე ადგილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2292 მეტრ სიმაღლეზე, გახლავთ ტბა სახელწოდებით “დიდი ტობავარჩხილი”, იქვე არის მეორე ტბა”ჭიფე(პატარა) ტობავარჩხილი” . არსებობს მესამე პატარა ტბა “კარეშ ტობა”
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2556 მეტრზე არის ტბა “ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი”, იქვე 5 კმ რადიუსში გახლავთ “დიდღალიშ ტობა”, “კალაშიშ ტობა” და “წაქაწყარიშ ტობა”.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა “ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი” (ზღვის დონიდან 2664 მეტრი)
წალენჯიხის ჩხოროწყუს და მესტიის მიჯნაზე, ეგრისის ქედზე გახლავთ “ლაკუმურაშ ტობა”, სვანები მას “ჩიპსტა ვარჩხს” ეძახიან ეს ყველა ტბა განთავსებულია ეგრისის ქედზე სამეგრელოს რეგიონში…

თუ ვინმეს დამატებითი ეჭვები და კითხვები გაუჩნდება შეგვიძლია გიდის კოორდინატები მივაწოდო

 დაიწყო საუბარი, რომ გზა უნდა გაკეთდეს ტობავარჩხილის ტბამდე . თუ გაკეთდა, ეს ადგილი ხომ არ დაკარგავს თავის ხიბლს?

კრიტიკული მდგომარეობაა, ტერიტორია  დანაგვიანებულია…ერთადერთი ხსნა ამ ხეობისთვის “ეროვნული პარკის” სტატუსის მინიჭებაა , რომელსაც ეყოლება კანონვალდებული ადმინსტრაცია. შესაბამისად მათ უნდა  გააკონტროლონ და დაიცვან მარშრუტის მიმდებარე არეალი…. თუ ასე გაგრძელდა, ძალიან ცუდ სურათს მივიღებთ!!!

ტბამდე მისასვლელი მარშრუტი საკმაოდ რთულია. 35– კილომეტრიან, ტყიან და ციცაბო მონაკვეთზე მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს ვერსად ნახავთ. გზის მაჩვენებლის არარსებობის გამო უგიდოდ წასულ ტურისტთა ჯგუფები მთაში ხშირად იკარგებიან?

ამჟამად ტურიზმის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტენდერში გამაჯვებული, რომელიც უზრუნველყოფს მარშრუტების მარკირებას, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით სამუშაოების შედეგებს…ნაადრევი დაზამთრების გამო სამუშოები ბილიკების კვლევის და დაგეგმარების კუთხით არ მიმდინარეობს.

20 დღეა დათბობის და ამინდის გამოკეთების შედეგად ყველა ბილიკი გახნილია. მარშრუტი ეგრისი ქედის ტბების რაიონამდე მხოლოდ საშუალო სირთულისაა და არა რთული..საჭიროა ყველა გარემოების გათვალისწინება და ექსპედიციის შესაბამისად დაგეგმარება…

მოამზადა ვახო კვარაცხელიამ

Related posts

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.

მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება.