„ შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ, შენ პატარა პარიზი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“
ჩვენი საიტი ცნობილი ლექსის წარმომავლობაზე ადრე წერდა. თემას არ შევეშვით და მიუხედავად ჯამრთელობის არასტაბილური მდგომარეობისა, ბატონმა ომარ ჩიტაიამ ექსპრომტის ამბავი მოგვითხრო.
სახუმარო ექსპრომტი 1956 წელს დაბა ჩხოროწყუში პირველი ჰესის მშენებლობას უკავშირდება. ამ ფაქტით აღფთოვანებული მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით – სადღრეგრძელოებით, სიმღერებით, ლექსებით, შაირებით- გამოხატავდა თავის ემოციას. „მალე ჰესი აშენდება და ქალაქი გაშენდებაო“ ღიღინებდა ხალხი. ამ სახალხო განწყობას ჩემი მხრიდან ექსპრომტი შევუერთე-
„შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ,
შენ პატარა ქალაქი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“
ეს გაშაირება მალე გავრცელდა ხალხში და ძალზედ პოპულარული გახდა ჩხოროწყუელებში.იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც თავის ყოველთვიურ იუმორისტულ გაზეთს გამოსცემდა. მეგობრებმა ეს ექსპრომტი ამ გაზეთში გამოაქვეყნეს, რომლის შემდეგაც იგი კიდევ უფრო პოპულარული გახდა.
რეზო მიშველაძემ, რომელიც ჩემი თანაკურსელი იყო, სიტყვა „ქალაქი“-ს ნაცვლად ჩასვა „პარიზი“ და ასე მივიღეთ ის ვერსია, რომელიც ამჟამად არის გავრცელებული.
ჩემო ჩხოროწყუელებო, მოგესალმებით და გისურვებთ ჩვენი ლამაზი ჩხოროწყუ კიდევ უფრო დამშვენებულიყოს….
ომარ ჩიტაია
ო
გამოყენებულია ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”-ს რამდენიმე ფაილი