ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები ნუგზარ ჟვანია გიზო შენგელიას შესახებ by chkhorotskuge 11/06/2021 written by chkhorotskuge 11/06/2021 1.4K გიზო შენგელია სპორტ-სკოლიდან მოვიდა ,,სამეგრელოში”, სადაც მწვრთნელად მუშაობდა ერემია ციმაკურიძე. მას მოეწონა ყმაწვილი, რომელიც ყველაზე მეტად მეკარის პოზიციაზე იყო საჭირო. არ უღალატა მწვრთნელს ალღომ და იგი კარგი გოლკიპერი გამოდგა. აქ, ,,სამეგრელოში” მოიმაგრა მუხლი. მალე ჩადგა ძირითად შემადგენლობაში და გააგრძელა სახელოვანი გოლკიპერების ტრადიციები. გოგიტა გოგუა და გიზო შენგელია მალე მარტვილის ,,მერანში” მიიწვიეს. შემდეგ ის უმაღლესი ლიგის ბინადარი გახდა. მან წარმატებით ითამაშა ცხინვალის ,,სპარტაკში”, ბათუმის ,,დინამოში”, ფოთის ,,კოლხეთში”. აი, რას წერდა მაშინ სპორტული გაზეთი ,,სარბიელი”: შენგელიების გვარს ამართლებს ,,მერანის” მეკარე გიზო შენგელია, რომელიც უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. იგი მარტვილის კარის საიმედო დარაჯია. მან არაერთხელ იხსნა გუნდი აშკარა გოლისაგან, როცა წყალტუბოელები გამუდმებით უტევდნენ სტუმართა კარს. გაზეთი ,,ლელო” კი ასეთ დასკვნას აკეთებს: ფოთელთა მეკარე და გუნდის კაპიტანი გიზო შენგელია მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რადგან მან შეძლო ბათუმის ,,დინამოელთა” არაერთი მწვავე შემოტევის მოგერიება და გამარჯვების მოპოვება. იგი გუნდის ლიდერია”. გიზომ ფოთში დაასრულა საფეხბურთო კარიერა. იგი ამ გუნდის კაპიტანი იყო წლების განმავლობაში. არავის ეგონა ასე ადრე თუ დაანებებდა თავს აქტიურ სპორტს, მაგრამ, მიუხედავად გულშემატკივრების თხოვნისა, გადაწყვეტილება არ შეცვალა. დაბრუნდა მშობლიურ რაიონში და თავის აღმზრდელ გუნდს ,,სამეგრელოს” მწვრთნელად მოევლინა, სადაც სამი წელი იმუშავა. მუშაობდა წალენჯიხის ,,სკურის” მწვრთნელად 0 comments 1 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ნუგზარ ჟვანია ბესარიონ ქებურიას შესახებ ერთ ისტორიას გვიყვება next post გიორგი ციმაკურიძე You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია 10/01/2024 ნუგზარ ჟვანიას წიგნის „ დიდი მდინარის პატარა შენაკადის“... 29/12/2022 სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა “მუხურის თაფლი” დაემატა 24/12/2021 ალექსანდრე ნარსია – დედის ლოცვა 25/11/2021 გენრიეტა ჭითანავა 25/09/2021