სოფელ ხაბუმეს ციფრული არქივი მოძღვარი ანტონ ჩიქოვანი by chkhorotskuge 08/02/2021 written by chkhorotskuge 08/02/2021 1.7K მღვდელი ანტონ იესეს ძე ჩიქოვანი. დაბ. 1841 წელს გლეხის ოჯახში. ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნების წერა-კითხვა და საეკლესიო ტიბიკონი კარგად, რამდენიმე ნაწილი კატეხიზმო და ისტორიული მოთხრობა, სოფლიური გალობა, რუსული ნუმერაცია მარტვილის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1863 წლის 2 ივლისს მეორე მუხურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1872 წლის 27 მაისს პირველი მუხურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1886 წლის 24 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და მეორე მუხურის ტაძარში განამწესა. 1892 წლის 25 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ლექარჩის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. დაჯილდოებული იყო საგვერდულით. 1908 წლის მარტში შტატიდან გავიდა. 1914 წელს მეორე მუხურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარზეა მიწერილი როგორც უშტატო მოძღვარი. გარდაცვალების წელი უცნობია. მეუღლე სალომე იოანეს ასული (მეორე ვერსიით _ ვასასი უჩანას ასული, დაბ. 1847წ.) და შვილები: შუშანიკი (დაბ. 1880წ.); ისააკი (დაბ. 1883წ.). 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ლეო ცირამუა მასწავლებელთა გადამზადების კურსებზე next post პედაგოგი მელიტონ ჩიქოვანი თავისი ოჯახით You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 გრიგოლ შენგელია ხაბუმეში აღმოჩენილი სამაროვნის შესახებ 13/10/2025 ლეო ცირამუა -მოგონება (იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში... 23/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია 10/01/2024 ჯუმითის საბავშვო ბაღში 05/05/2023