მოიდანახეს ძირითადი ნაწილი დღეს ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილია .სამეგრელოს სამთავროს 1836-1840-იანი წლების დავით დადიანისეული დაყოფით იგი შედიოდა ჯვრის მაზრაში. ამჟამად სოფელი მოიდანახე სამ ნაწილად დაიყო:
პირველი მოიდანახე მდებარეობს ჩხოროწყუ-ხაბუმის საავტომობილო გზაზე, მეორე მოიდანახე -მდინარე ოჩხომურსა და პირველ მოიდანახეს შორის , ეს მეორე მოიდანახეს ნაწილი , ანუ საროდონაიაო შეერწყა დაბა ჩხოროწყუს 1960 წელს.
“მოიდანახეში მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისამდე მოქმედებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ქვითკირის) ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ინახება მოიდანახის ღვთისმშობლის ეკლესიის 1864-1917 წლის მეტრიკული წიგნები., რომლებშიც დაცულია ამ პერიოდის ისტორიის ამსახველი მთელი რიგი მონაცემები.
მეცხრამეტე -მეოცე საუკუნეების მიჯნის ცნობით , მოიდანახეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია დროის ამ მონაკვეთში იყო. ამავე სახელობის საბლაღოჩინო (სამთავრხუცესი) ოლქის ცენტრი. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მთავრხუცესი მღვდელი ნესტორ კუხალაშვილი, მთავარხუცესი დეკანობი: სამსონ თოდუა, სამსონ ანჯაფარიძე, ბესარიონ თოდუა, კონსტანტინე ბერიძე, მთავარხუცესის თანაშემწე დეკანოზი ანტონ პაპასკირი.
ამ პერიოდში მსახურობდნენ მღვდლები დავით სქვამიკოჩის ძე შენგელია, მარკოზ კვირკველია, ეგნატე შენგელია, გიორგი ბერულავა, სვიმონ კვირკველია, ნიკოლოზ შენგელია, დიაკონი ზაქარია ქვარცხავა, მედავითნეები სიმონ კვირკველია, სისო შენგელია, ივანე ბერულავა, თადეოზ კვარაცხელია, ტიმოთე კვარაცხელია, ტრიფონ ცხადაია, დავით შენგელია, ალექსანდრე კინწურაშვილი, ერასტი ფაცაცია, ისიდორე კაჭარავა. ამავე ჩანაწერებიდან ჩანს, რომ აქ ცალკეულ შემთხვევებში მსახურობდნენ იოვანე შენგელია, დავით მასხულია, დიაკონი მათე კუხალაშვილი, მედავითნე გვადი კვარაცხელია.
მოიდანახის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა, ნაგებია ადგილობრივი შირიმისა და პორფირის ქვით.
ძეგლთა დაცვის სამართველოს პასპორტიზაციის სპეციალისტების ( მ.აბაშიძე, ც.დადიანიძე) თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით ( მეათე-მეთხუთმეტე საუკუნეები)
20-ნ წლებში , ანტირელიგიური კამპანიის დროს, საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დაკეტა, თაღი ჩამოშალეს. ამჟამად დგას ეკლესიის ფრაგმენტულად შემონახული ოთხივე კედელი”
ზაურ ჯალაღონიას ცნობა
პროფესორი თამარ ბელქანია მოიდანახეს ეკლესიის შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებზე გვიყვება. ჟვანიებმა მისი აღდგენა ითავეს.
ამჟამად მეორე მოიდანახეს ტაძრის რესტავრაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ძველი ფრაგმენტები