მენჩურუა 2019

სოფელ მუხურში, ხობისწყლის ხეობაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი წყალჭიდში – ,,მენჩურუა 2019″,რომელშიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ძალები მუნიციპალიტეტის სტუმრებმაც მოსინჯეს.

შეჯიბრება გაიმართა 5 წონით კატეგორიაში ,სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა :

60 კგ. პირველი ადგილი ბაჩუკ ჩიქოვანმა მოიპოვა, მეორე ადგილი -დავით ჩარკვიანმა, ხოლო მესამე ადგილი – დიმა ჩარკვიანმა დაიკავა.
70 კგ. კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გოგა ბებია, მეორის მიშო კვარაცხელია, ხოლო, მესამის -უტა გახარია გახდა.
80 კგ.კატეგორიაში პირველი ადგილი გიორგი გელანტიამ მოიპოვა. , მეორე ჯაბა ფირცხელავამ, მესამე ადგილზე ბაჩანა გახარია გავიდა .
90 კგ.კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი მათე გახარია,მეორის ლევან ლემონჯავა,მესამის რეზო ფაცაცია გახდა.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მათე გახარიამ მოიპოვა,
მეორე გიგა გელანტიამ, მესამე ადგილზე კი გიორგი გელანტია გავიდა.
გამარჯვებულები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
მერიამ დააჯილდოვა ასევე გვანჯი მანია, მენჩურუას განვითარება – პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

სოფელ მუხურში ჩატარდა, ასევე, ახალგაზრდული ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 24 მა გუნდმა. ჩემპიონატი მომავალ კვირას დასრულდება.

სპორტულ ღონისძიებებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,სარეკორდო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გვანჯი მანია და სამეგრელო-ზემო სვანეთის DMO-ის პროექტების მენეჯერი ედუარდ ფარცვანია ესწრებოდნენ.

Related posts

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.

მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება.