მთავარი გვერდი » სოფელი ნაფიჩხოვო » ლედარსალე- ნაფიჩხუს უბანი(სოფელი)

ლედარსალე- ნაფიჩხუს უბანი(სოფელი)

by chkhorotskuge

ლედარსალე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

შედის ნაფიჩხოვოს(ნაფიჩხუს) თემის (ადმინისტრაციული ერთეულის) შემადგენლობაში, სოფლებთან — ნაფიჩხოვოსა და ხანწკისთან ერთად.
სოფელი მდებარეობს ოდიშის ვაკეზე (ოდიშის პლატოზე), ბებასა და კამას შორის, მდინარე ოჩხომურის ხეობაში.

  • სიმაღლე ზღვის დონიდან: 230 მ
  • დაშორება ჩხოროწყუდან: 15 კმ
  • მეზობლობა: აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაფიჩხოვო, დასავლეთით — თაია

ხურუს ხეობა


ლედარსალე ორ ნაწილად იყოფა:

  • ქვემო ლედარსალე — მდებარეობს მდინარე ოჩხომურის მარჯვენა ნაპირზე;
  • ზემო ლედარსალე — ვრცელდება ქვემო ლედარსალედან მთისძირამდე.

ლედარსალე გვარის მიხედვით წარმოქმნილი სახელწოდებაა — „ლე დარსალე“.

დემოგრაფია

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002768359409
2014501232269
  • 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის 99.6% ქართველია.
  • სოფელში ძირითადად ცხოვრობს დარსალიების გვარი, რომელიც ისტორიულად აქაურობას უკავშირდება.
  • 1996 წლის მონაცემებით: 27 გვარის 237 კომლი;
    ყველაზე მრავალკომლიანი — დარსალია (172 კომლი), სხვა გვარები: გოგუა, პაპავა, საჯაია და სხვ.

ისტორიული წყაროები

  • გვარი დარსალია / დარცალია დასახელებულია ჯერ კიდევ 1642 წლის ერთ საეკლესიო საბუთში.
  • ტოპონიმი „ლე დარსალე“ წარმოშობით უკავშირდება სწორედ გვარის სახელწოდებას („დარსალიების ადგილი“).

დარსალიების საგვარეულო დღესასწაული

2025 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე (კვირას),
ლედარსალეს თემში შეიკრიბა დარსალიების გვარის წარმომადგენლები
დარსალიების საგვარეულო ხატი, დროშა და გერბი ჩამობრძანდა თბილისიდან.
ხატის წინ აღევლინა ჯანმრთელობის პარაკლისი

ამ დღით დაიდო ტრადიცია —ყოველი წლის 21 სექტემბერი იქნება დარსალიების დღე,
როცა გვარი ერთად შეიკრიბება ლედარსალეში

განათლება

პირველი ოთხწლიანი სკოლა დაარსდა 1935 წელს.

პირველი გამგე — ლავრენტი დარსალია.

შემდგომში გადაკეთდა შვიდწლიან სკოლად, ხოლო დღეს ფუნქციონირებს როგორც არასრული საშუალო სკოლა.

დირექტორები სხვადასხვა დროს: ნიკოლოზ გოგუა, იზა პაპავა, ვახტანგ ბერია, გიგლა პაპავა, ნესტორ დარსალია.

ბუნებრივი გარემო: სოფელი განლაგებულია მდინარე ოჩხომურის ხეობაში — მდინარე წარმოადგენს სოფლის ძირითადი ჰიდროლოგიური ღერძს. უმნიშვნელოვანესია ხურუს ხეობა ულამაზესი ხედებით და განმაცვიფრებელი გარემოთი

მიწათმოქმედება და ტრადიციები: ტიპური მეგრული სოფელია

მიგრაცია: 1990-იანი წლებიდან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაადგილდა .

You may also like