ლაშა გახარიას პოეზიახელოვნება, კულტურა და შემოქმედება ლაშა გახარია-ცრემლის წერტილი by chkhorotskuge 01/03/2018 written by chkhorotskuge 01/03/2018 1.1K “სოხუმში მოსალოდნელია წვიმა”… გურამ ოდიშარია სოხუმში დიდხანს იწვიმებს, გურამ, ცოდვის ღრუბლებმა ასე იციან. ის პალმა-ქალი და გედი-სურა თვალმა სარჩევშიც ვერ მოიძია. ალბათ, ხმებიან დაჭრილი ხენი – ვეღარ არწევენ მთვარეს – სნებიანს; იასამნებიც, თავშეუხვევნი, დამშრალ მტევნებით ცას აშრებიან. გახსოვს, ბოლო დღე: პარკინსონიან ზღვას რომ კანკალით მიჰყავდა ბავშვი და მონაზონმა კიპარისმა – ძველ ხელთათმანივით წაიძრო შაშვი. ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს… ის ცა კვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით… და მენანება სხვის თითზე რიწა – გაწბილებული სასძლო ბეჭედი. და მენანება ის კოინდარი, ის აკლასხანი, მყნობა ის ხამი, და რიჟრაჟივით ჟრჟოლვა კოდორი – კალმახები რომ სხია სისხამი. იქ, ალბათ, ისევ წვიმს და ქარია, უხსენოდ ჭკნება კვირტი და კერტი; ასე გაუშრა ძუძუ მარიამს, ოდეს კალთიდან გადმოსვა… ღმერთი. შრება: კალამსაც ვერ გააქვს პწკარი, ვით გუთნეული – დაღლილ წეროებს. გაგრის პანაშვიდს ვერ დავესწარი… გასასვენები მყავდა მეორე. დავჩერებივარ სტრიქონს ნაკიანს – თითს რომ აყოლებს ნოსტრადამუსი… შენს წიგნს წერტილი აღარ აკლია, მაგრამ… სამძიმრის ცრემლი დავუსვი. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ლაშა გახარია – რუმე სერი next post ლაშა გახარიას ლექსს “მუხური” კითხულობს შოთა წურწუმია You may also like ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სახელოვნებო სკოლის სასწავლო... 04/02/2026 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 ჩხოროწყუს სასკოლო თეატრალური ფესტივალი: ტრადიცია, გამოწვევები და სცენაზე... 15/06/2025 🎭 ჩხოროწყუელ და მუხურელ ახალგაზრდა მსახიობთა არაჩვეულებრივი მოგზაურობები... 06/06/2025 ანსამბლი „კოლხა“ — ჩხოროწყუს ხმა სცენიდან! 03/06/2025 ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახური განცხადებას აქვეყნებს 14/05/2025 იოსებ ახალაია- ახალგაზრდა მწერალი ჩხოროწყუდან 21/01/2024 ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან... 10/05/2023