ლაშა გახარიას პოეზიახელოვნება, კულტურა და შემოქმედება ლაშა გახარია-ბოლო მესაფლავეს by chkhorotskuge 01/03/2018 written by chkhorotskuge 01/03/2018 1.6K კითხულობს-გია გერაძე მესაფლავე… აჰა, ბარის ფული, არ დამმარხო, არ გაგიწყრეს ღმერთი; ჩემს ცხედარზე თუ არ გწყდება გული… მეც ფეხებზე არ მკიდია, ერთი!.. მივატოვოთ ეგ ლექსებით მკვდარი, მივაშავოთ შროშანები, სველი… არც ვიკითხოთ სახელი და გვარი… რას უდგახარ?.. გაანძრიე ხელი! ამ თოკების ბლანდვასა და… ბრახუნს, წანდილსა და უწადინო ღვინოს… აღარ გიჯობს: შეველხინოთ ბახუსს და სარდაფში ერთად მოვილხინოთ. იქ სიკვდილიც ვერ გაარჩევს, ძმაო: ჩვენ ორ შორის რომელია… მკვდარი. რაო, ბარი გენანება? რაო… ვის რად უნდა მესაფლავის ბარი! ჰა, საათი, შენი იყოს, მაჯის: ეგ საფულეც _ ორიოდე გროშით; ზედაც _ ღვინო! ჯავრი ნუ გაქვს ხარჯის… წამო, სიკვდილს ჩავუღდინოთ ხოში! მერე ლოთი მათხოვარიც მოვა _ ცხელი ამბით, განა საბარბაცოდ; _ მესაფლავემ მკვდარი მიატოვა და ცხედარიც გაპარულა, კაცო! ერთი ლექსით გადავიხდი ქეიფს, ამ კუბოსაც ჩავაცეცხლებ ბუხარს! თუ არადა… ჩამიძახე ქვეით, ჩემი ბოლო მესაფლავე თუ ხარ. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ლაშა გახარიას ლექსს “მუხური” კითხულობს შოთა წურწუმია next post ლაშა გახარია- გრანელიშა საჩიარი You may also like ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სახელოვნებო სკოლის სასწავლო... 04/02/2026 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 ჩხოროწყუს სასკოლო თეატრალური ფესტივალი: ტრადიცია, გამოწვევები და სცენაზე... 15/06/2025 🎭 ჩხოროწყუელ და მუხურელ ახალგაზრდა მსახიობთა არაჩვეულებრივი მოგზაურობები... 06/06/2025 ანსამბლი „კოლხა“ — ჩხოროწყუს ხმა სცენიდან! 03/06/2025 ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახური განცხადებას აქვეყნებს 14/05/2025 იოსებ ახალაია- ახალგაზრდა მწერალი ჩხოროწყუდან 21/01/2024 ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან... 10/05/2023