ლაშა გახარია-ბოლო მესაფლავეს

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

კითხულობს-გია გერაძე

მესაფლავე… აჰა, ბარის ფული,
არ დამმარხო, არ გაგიწყრეს ღმერთი;
ჩემს ცხედარზე თუ არ გწყდება გული…
მეც ფეხებზე არ მკიდია, ერთი!..
მივატოვოთ ეგ ლექსებით მკვდარი,
მივაშავოთ შროშანები, სველი…
არც ვიკითხოთ სახელი და გვარი…
რას უდგახარ?.. გაანძრიე ხელი!
ამ თოკების ბლანდვასა და… ბრახუნს,
წანდილსა და უწადინო ღვინოს…
აღარ გიჯობს: შეველხინოთ ბახუსს
და სარდაფში ერთად მოვილხინოთ.
იქ სიკვდილიც ვერ გაარჩევს, ძმაო:
ჩვენ ორ შორის რომელია… მკვდარი.
რაო, ბარი გენანება? რაო…
ვის რად უნდა მესაფლავის ბარი!
ჰა, საათი, შენი იყოს, მაჯის:
ეგ საფულეც _ ორიოდე გროშით;
ზედაც _ ღვინო! ჯავრი ნუ გაქვს ხარჯის…
წამო, სიკვდილს ჩავუღდინოთ ხოში!
მერე ლოთი მათხოვარიც მოვა _
ცხელი ამბით, განა საბარბაცოდ;
_ მესაფლავემ მკვდარი მიატოვა
და ცხედარიც გაპარულა, კაცო!
ერთი ლექსით გადავიხდი ქეიფს,
ამ კუბოსაც ჩავაცეცხლებ ბუხარს!
თუ არადა… ჩამიძახე ქვეით,
ჩემი ბოლო მესაფლავე თუ ხარ.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ლაშა გახარია-ბოლო მესაფლავეს

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

კითხულობს-გია გერაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00