CHKHOROTSKU.GE

ინტერვიუ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსთან, ქალბატონ ლია ჯალაღონიასთან

ავტორი chkhorotskuge

ჩვენს კითხვებს  უპასუხებს  ჩხოროწყუს  საგანმათლეო რესურს-ცენტრის  დირექტორი ქალბატონი ლია  ჯალაღონია

ქალბატონო ლია, სატესტატო გამოცდები რა ფორმით ტარდება ჩხოროწყუს რაიონში? თუ შეგიძლიათ ორიოდე სიტყვა გვითხრათ გამოცდების შესახებ….
გამოცდები ტარდება ყველა სკოლაში რომელსაც აქვს საშუალო საფეხური(ასეთია 17 საჯარო სკოლა). სკოლებს საშუალება ჰქონდათ საგამოცდო საგნები “4+4” პრინციპით გადაენაწილებინათ, ანუ 4 საგანი(ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია) თებერვალში ჩაებარებინათ დანარჩენები კი(იტორის, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორმა, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით განსაზღვრა:
• გამოცდის ჩატარების პროცედურები
• გამოცდების ჩატარების ფორმა
• გამოცდების განრიგი
ასევე შექმნა საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა გამოცდების ჩატარების განრიგი წარმოადგინა რესურსცენტრში გამოცდების დაწყებამდე არაუგვიანეს ორი დღისა, რომელმაც, აღნიშნული განრიგი, დაუყოვნებლივ მიაწოდა სამინისტროს.გამოცდის ჩატარების პროცესზე მეთვალყურეობის გაწევის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ასევე დანიშნა მეთვალყურეები.რესურსცენტრის მონიტორინგის ჯგუფმა სპეციალური აქტებით გადაამოწმა სკოლებში გამოცდების მიმდინარეობის შესაბამისაობა კანონმდებლობასთან(ყველა აქტი ინახება რესურცენტრში)
• ყველა გამოცდა ფასდება 10 ქულიანი სისტემით, გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ საგანში, გამოსაცდელი პირი, მიიღებს არანაკლებ 5.0 ქულას. ასე, რომ ძალიან ბევრი ვიშრომეთ მაგრამ შედეგებიც როგორც ყოველთვის ჩხოროწყუში ძალიან მაღალია. ხვალ გამოცდების ბოლო დღეა და შედეგებს სამინისტროში გადავაგზავნით….
ქალბატონო ლია, ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნას რას გვეტყვით სკოლების ბიუჯეტის შესახებ?

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით. ვაუჩერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული დაწესებულების კაპიტალური ხარჯების დასაფარავად. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 19 საჯარო სკოლაა, ამათგან 14 სკოლას ვაუჩერული დაფინანსება ჰყოფნის ხელფასების გასასტუმრებლად და ნაწილი რჩება სკოლის განვითარებისათვის. 5 სკოლა კი დეფიციტურბიუჯეტიანია და სახელმწიფო დოტაციაზეა(ესენის სსიპ ლესიჭინეს თემის N1, ხაბუმეს თემის N1, მუხურის თემის, ჭოღას თემის. ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლები). ისე სკოლების ბიუჯეტი მონაწილეობითია და შეიძლება თანხის ჩარიცხვა სხვადასხვა ქველმოქმედი ორგანიზაციების, ადამიანების, მშობლების მიერ. თანხა მოხვდება სკოლის ანგარიშზე და მას განკარგავს სკოლის ხელმძღვანელობა.სკოლის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობას ღებულობს სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სკოლის ადმინისტრაცია. დირექტორი კი დასამტკიცებლად ამ პროექტს წარუდგენს სამეურვეო საბჭოს.საშტატო განრიგი, რომელიც ბიუჯეტის ნაწილია უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან.

ქალბატონო ლია იგეგმება თუ არა სამომავლოდ სკოლების გარემონტება ჩხოროწყუში?

კი, საბედნიეროდ, ოთხი სკოლის ნაწილობრივი რემონტია დაგეგმილი. შევარჩიეთ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი კირცხის თემის N2, ნაფიჩხოვოს ორი მორთებული კორპუსი(ლედარსალეს და ხანწკის), და მეორე ჭოღას სკოლათა კორპუსები. ამ ეტაპზე დოკუმენტაციას ვაწესრიგებთ…. …და იმედია მალე ყველა სკოლა გარემონტდება.

 მომზადებულია ვახტანგ კვარაცხელიას მიერ
ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00