CHKHOROTSKU.GE

ინტელექტ-თამაშ „კითხვის სამყარო“-ს დებიუტი

ავტორი chkhorotskuge

ბიძინა ყალიჩავას კრეატიული ქმნილების “ინტელექტ-თამაშ „კითხვის სამყარო“-ს დებიუტი უკვე შედგა. გაიმართა პრომო ტურები სოფელ ახუთსა და აფხაზეთის მეათე სკოლაში.

ხოლო მერიის სააქტო დარბაზში, მერიის სპორტის სამსახურის ხელშეწყობით პირველი მაშტაბური თამაშიც უკვე ვნახეთ

2 videos found

როგორია წესები?

შესარჩევი ტური

შესარჩევ ტურში მონაწილე ყველა მოთამაშეს ურიგდება მისი პირადი ნომერი, წამყვანის მიერ სახელდება რომელიმე ჩამონათვალი და ამ ჩამონათვალის მიერ ძირითად თამაშში მონაწილეთა რაოდენობა.

მაგალითად: წამყვანი ასახელებს ჩამონათვალს: დამისახელეთ ქართული ანბანის თანხმოვანი ასოები, ძირითად თამაშში ითამაშებს ბოლო ექვსი (შვიდი, ათი, წამყვანის არჩევით!!!) მოთამაშე!

მონაწილეები აწევენ საკუთარ ნომერს და მხოლოდ წამყვანის ნებართვით ასახელებენ ასოს, მოთამაშეს შეუძლია რამდენჯერმე დააფიქსიროს თავისი პასუხის ვერსია, არასწორი ვერსიის დასახელებისას ჯარიმდება ერთი წუთით, ერთი წუთის განმავლობაში მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს თამაშში.

მოთამაშე, რომელიც მოხვდება წამყვანის მიერ გამოცხადებულ რაოდენობაში, აკონტროლებს თავის ადგილს პირობითად ექვსეულში (შვიდეულში, ათეულში!!!), თუ ის რიგითობის მიხედვით ამოვარდა ექვსეულიდან, შეუძლია ნებართვის შემდეგ დაასახელოს საკუთარი ვერსია და ის ისევ დაიკავებს ადგილს ექვსეულში. სწორი პასუხების გამცემი მოთამაშეები დაჯგუფდებიან ასე: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე სწორი პასუხი ამოაგდებს პირველს და თვითონ გახდება მეექვსე და ასე რიგრიგობით ხდება მოთამაშეთა შერჩევა.

შერჩევა მთავრდება, როდესაც შერჩეული იქნება 16 (თექვსმეტი) მოთამაშე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ძირითად თამაშში და ორგანიზატორებიდან მიიღებენ სიმბოლურ ვაუჩერს.

ძირითადი თამაში

მონაწილე თექვსმეტეული ფარული კენჭისყრით გაიყოფა ორ გუნდად რვა-რვა მოთამაშით, ორივე გუნდს დაესმის შეკითხვა, რომელზეც სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით. პასუხის გაცემა ხდება დასწრებაზე, ოღონდ მხოლოდ წამყვანის მიერ დროის ათვლის დაწყების სიგნალის შემდეგ, სიგნალამდე ღილაკზე ხელის დაჭერა დაფიქსირდება ფალსტარტად, გუნდს დაებლოკება ღილაკი და მთელი დრო გადადის მეორე გუნდის განკარგულებაში. გუნდები შეარჩევენ გუნდის ლიდერს, რომელიც წამყვანისგან მიიღებს სათამაშო ღილაკს, ღილაკი ისეა დაპროგრამებული, რომ დაჭერისას გამოსცემს ხმოვან სიგნალს, იწყებს ნათებას და ბლოკავს მეორე ღილაკს, ანუ, თუ ერთმა გუნდმა დაასწრო ღილაკზე დაჭერა, მეორე გუნდის ღილაკი უმოქმედოა, თუ ღილაკზე ხელის დამჭერმა გუნდმა გასცა არასწორი პასუხი, დარჩენილი დრო გადაეცემა მეორე გუნდს და განებლოკება ღილაკი, დროის დამთავრებამდე წამყვანი აფრთხილებს გუნდებს და თუ არც ერთმა არ დააჭირა ღილაკს ხელი ან ორივემ არასწორი პასუხი გასცა, შემდეგი კითხვა იქნება ორქულიანი, შემდეგ სამქულიანი და დარჩება ასე სწორი პასუხის გაცემამდე. თამაში გრძელდება 4 ქულამდე.

            გამარჯვებული რვაწევრიანი გუნდი ისევ ფარული კენჭისყრით დაიყოფა ორ ოთხწევრიან გუნდად, რომლებიც ანალოგიურად შეეჯიბრებიან ერთმანეთს, თამაში გრძელდება 4 ქულამდე.

            გამარჯვებული ოთხწევრიანი გუნდი ისევ ფარული კენჭისყრით დაიყოფა ორ ორწევრიან გუნდად, რომლებიც ანალოგიურად შეეჯიბრებიან ერთმანეთს, თამაში გრძელდება 4 ქულამდე.

            გამარჯვებული ორი მოთამაშე ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ ფინალს, რომელიც გრძელდება 5 ქულამდე.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00