მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » სიახლეები » დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში

დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში

ავტორი: chkhorotskuge

დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაციის ათი გუნდი დაუპირისპირდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მ/ს ორგანიზაცია ,,კრისტალი” და ,,ლიბერთი ბანკი”-ის გუნდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ,,კრიტალი”-ს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიამ გამარჯvებულ გუნდებს დიპლომები გადასცა.

ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ინფორმაცია

შეიძლება თქვენც მოგეწონოთ