ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი დადიანების წყარო ( წყურგილი) by chkhorotskuge 14/01/2020 written by chkhorotskuge 14/01/2020 1.4K წყაროს არსებობა დადიანების დროიდან ფიქსირდება. უძველესი დროიდან ამ ადგილზე სოფლის შეკრება ტარდებოდა . გადმოცემის მიხედვით, წყურგილთან უტუ მიქავას რაზმი გაჩერებულა და ლაშქრული სიმღერა მისი რაზმის მონაწილეებს სპონტანურად დაუწერიათ. წყურგილი 1918 წელს ბოლშევიკი აჯანყებულებიც აქ კრებდნენ ხალხს.მათი მოგერიება საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა. რაზმს ცნობილი წითელი კომისარი წულუკიძე ხელმძღვანელობდა.წყარო კომუნისტებმა თავიანთ “გმირობას“ დაუკავშირეს და პატარა მონუმენტიც დადგეს. ამჟამად მონუმენტი მოშორებულია და ნარჩენები იქვე გდია. 1919 წელს ზუსტად აქ შეიკრიბა სოფლის მოსახლეობა და ხაბუმის თემი ოფიციალურად შეიქმნა. წყაროს კვალი წყაროს შემცირების გამო ძველი კვალი გაქრა. ჩხოროწყუს მერიის ხელშეწყობით, ტარიელ შენგელიას, სხვა ადგილობრივი მოსახლეების ინიციატივით გაითხარა ჭა, დაიდგა მაგიდა. სამწუხაროდ ძველი წყაროს მდგომარეობა სავალალოა. აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს „მოქეიფეთა“ უყურადღებობა ისტორიული ადგილის მიმართ. წყარო მდებარეობს ხაბუმე- ჯუმითის გზის გასწვრივ. წყაროსთან დგას ჭადრის დიდი ხე 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post საჩუქრები პატარებს, ვინც ახალ წელს საავადმყოფოში შეხვდა next post მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე სოფო გოგოხიას წარდგენის მხარდასაჭერად You may also like „კვირა ძელქვებში“-კირცხის ძელქვების უნიკალური კორომი: ბუნება, მეხსიერება და... 04/05/2026 სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა 26/04/2024 1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა 24/04/2024