სუპერმარკეტები და მაღაზიები საქართველოში არავის გვაკვირვებს. ამ მხრივ სოფლად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ფასების კონტროლი, სისუფთავე და პროდუქციის ადვილი ხელმისაწვდომობა.
სოფელ ხაბუმეში პატარა, მაგრამ სუფთად მოვლილი მაღაზია ფუნქციონირებს. სადაც შეგიძლიათ თვითონ აირჩიოთ სასურველი პროდუქცია. ფასები ზომიერია და პროდუქციის არჩევანიც დიდია. მაღაზია ღამეც მუშაობს.