შემოქმედება აქა ამბავი ~ ~ ~ by iago 12/08/2019 written by iago 12/08/2019 1.3K (ლიას, ანუ ჩემს პოეტურ დედას!) გუშინ ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა,მაგრამ მეფიქრებოდა და მეც ვფიქრობდი…იმაზე კი არა თუ რა გამოვალ წლების მერე,პენსია რამდენი მექნება და რამდენი ხანი ვიქნები ცოცხალი.ვფიქრობდი უფრო დიდზე, უფრო ღრმა რამეზე,ნურც კოსმოსი გეგონებათ… იქამდე ვერ წვდება ჩემი გონება.ვფიქრობდი თუ რატომ მიყვარს ლია სტურუა,ეს პოეზიის მეფე ქალი! – დედოფალი კი არა, მეფე-ქალი!..მე მას ხო არ ვიცნობ, არ შევხვედრივარ, ნათესავი არ არის –მაგრამ მაინც, ბევრ ნათესავზე მეტად მიყვარს! –ამას ვფიქრობდი და ჩემი ზურგიდან ვულკანები ამოიფრქვეოდა,თუხთუხებდა და თახთახებდა ლავა ჩემს ზურგზე.გუშინწინ გადეავიწვი,მზემ დამწვა. მზემ, რომელიც ძალიან მიყვარდა და მიყვარს,ჰოდა სიყვარულიც მსხვერპლს მოითხოვს! –ვფიქრობ, რატომ მიყვარს ასე ძალიან,რად გავიხადე ხატად, ცხოვრების მანათობელ შუქურად რად ვაქციე?..ამაზე ფიქრი და ჩემი ზურგის ჩამოქცევ-ჩამოღვენთა ერთ იყო.ვერ დავიძინე. თან ზურგი მტანჯავდა და მწვავდა და თან ამაზე ფიქრიც!..ბოლოს ავიღე ლიას წიგნი,ვაკოცე და გადავშალე,როგორც მორწმუნენი გადაშლიან ხოლმე სახარებას!..მერცხალთა გადამფრენი აკოკრებული და სევდანარევი ჟღურთულიც არ მაძინებდა.ვკითხულობდი და ვკითხულობდი ,,სტურუიზმებს”…და ნელ-ნელა ჩემი ზურგიდან ამოფრქვეული ვულკანები ნელდებოდნენ,ქრებოდნენ და ჩერდებოდნენ…და საბოლოოდ მიეძინათ კიდეც ამ მოთახთახე ვულკანებს! –ღმერთმა უწყის როდის გაიღვიძებენ,ღმერთმა უწყის როდის დამსაჯავენ!..მე კი მაინც ვდგავარ ლიას ,,ხატდან” და ფეხმოკვეცილი ვბუტბნუტებ რაღაცას,არც ფსალმუნს და არც საკვირაო ლოცვას,რაღაც უფრო ადამიანურს, მაგრამ ზებვუნებრივი ძალის მქონეს!..შევეკედლე ლიას…შევესისხლხორცე მის ვერლიბრებს!…მისი რემინინსცენცია ვარ! –ესეც ჩემთვის დიდი პატივია!..საძინებელი ოთახი ჩემი დაღვრილი სისხლითა და ოფლით და კანსგამოსული დაღვრილი გრძნობებით იყო სავსე!..ჩემს ოთახში სისხლდიდობა, ოფლდიდობა და დაღვრილი გრძნობდიდობა იყო!..სიმხურვალე, რომელიც ამ ოთახიდან გადიოდაახმობდა და აჭკნობდა, მიწასთან ასწორებდა ყველა სულიერსრომლისთვისაც პოეზი მხოლოდ ლამაზ ფურცელზე ლამაზად დაწერილი სიტყვების რახარუხი იყო!..და ჰოი, ამ ავულკანებულ, აგიზგიზებულზურგიანმა მივიძინედა დამესიზმრა ლია! –ხელში ჩემს სიმდიდრეს, ანუ მის წიგნებს მაწვდიდა!და მეც გამოვართვი!.ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერც წარმოიდგენდით! –ამ დროს თურმე დედამ, რომელიც ჩემს გვერდით იყოაგიზგიზებულ ზურგზე სველი ნაჭერი დამადო!.. 2019 ვერლიბრი… 0 comments 0 FacebookTwitterEmail iago previous post ხაბუმელობისადმი მიძღვნილი ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა next post ხაბუმელობა 2018 You may also like ბებოს დღიური 31/03/2025 კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს 11/01/2025 იოსებ ახალაია- ახალგაზრდა მწერალი ჩხოროწყუდან 21/01/2024 ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან... 10/05/2023 ირაკლი შენგელია-ნუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ რუსეთი არის... 05/04/2022 კოტე ნაჭყებია – ახლახან წავაწყდი პოლემიკას იმის შესახებ,... 24/01/2022 ალექსანდრე ნარსია – დედის ლოცვა 25/11/2021 მუსინექცია “ახალი ერას” ეთერში 23/01/2020 გიორგობა 2019 ოცინდალეში 02/12/2019 გახდი თქვენი სოფლის და ქალაქის სიახლეების ავტორი 06/11/2019