ასოციაცია ,,აფუნი” სახელით 29-30 ივნისს ჩხოროწყუში ტარდება წამახალისებელი ინტელექტუალური თამაში „ემუორე მუორე“
ის დაახლოებით „რა? სად? როდის?“ თამაშის მსგავსია, ოღონდ მეგრულად იქნება წარმოდგენილი.
გუნდები ეჯიბრებიან ორ ასაკობრივ ჯგუფში : 14-18 წელი; 18 წელი და ზევით.
29 ივნისს იქნება შეჯიბრება გუნდებს შორის და 30 ივნისს მონაწილეების დაჯილდოვება და კონცერტი.
რაც შეეხება თვითონ ინტელექტუალურ თამაშს. ის ძირითადად მეგრულ ენაზე იქნება, თუმცა შეტანილი იქნება ქართულის, სვანურისა და ლაზურის ელემენტებიც. ზოგიერთ მეგრულ, სვანურ თუ ლაზურ სიტყვას, რომელიც გაუგებარი იქნება მონაწილისათვის, ფრჩხილებში ქართულ ენაზე ექნება განმარტება.
თამაშზე წარმოდგენილი კითხვები ძირითადად შეეხება როგორც ზოგადად ენობრივ საკითხებს, ასევე ისტორიას, კულტურას და კიდევ სხვას, რაც ჩვენი იდენტობისთვის არის დამახასიათებელი.
ამ სახის ღონისძიება პირველად ტარდება ქართულ სივრცეში მეგრულად და , გამომდინარე, თქვენ იქნებით პირველები და თაობებისთვის საამაყო გადასაცემი გექნებათ.
თამაში გუნდურია (ზარანდი-გუნდი).