აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფელ მუხურში ფიჭის საბეჭდი ქარხანა გაიხსნა.

პროექტი სახელმწიფოს მხრიდან 40 %იანი  მხარდაჭერით  განხორციელდა. შესაბამისი პროცედურების  გავლის შემდეგ ბიზნესმენმა ბაკურ ქომეთიანმა დამატებითი სარგებელი მიიღო.

რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ პირველ საწარმოში უზრუნველყოფილია   პროდუქციის უსაფრთხოება, რასაც გადამუშავების  პროცესის დროს მაღალი ტემპერატურის გამოყენება იძლევა.

დამუშავების დროს ბაქტერიები კვდება. მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებულია სხვადასხვა სისქე.

ფიჭით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის  ფერმერები  სარგებლობენ.   

სახელმწიფოს გამოყოფილი თანხა: 20 800 ლარი

სიახლე მომზადებულია ტელეკომპანია ” კოლხეთი 89″-ს სიუჟეტის მიხედვით

Related posts

ცოტნე სორდია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ასპარეზობის პრიზიორია

კოტე ნაჭყებია ჩხოროწყუს ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენის შესახებ გვიამბობს

გლოვის დღე საქართველოში