ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი ჩხოროწყუში მდებარე წმინდა გიორგის ქანდაკების შესახებ აქამდე უცნობი საინტერესო ფაქტები by chkhorotskuge 04/02/2018 written by chkhorotskuge 04/02/2018 5.9K წმინდა გიორგის ქანდაკების ისტორია ჩხოროწყუს რაიკომის პირველ მდივნის, კარლო ქაჯაიას სახელს უკავშირდება. მას მოუნდომებია რაიონის ცენტრში შთამბეჭდავი ძეგლის დადგმა. კარლო ქაჯაია შვილთან ერთად მოულოდნელი დავალება არქიტექტორ დემურ ელოშვილს, მოქანდაკეებს როინ მჭედლიშვილსა და კოტე ჟვანიას მიუღიათ. პროექტის წარდგენის დღეს ახალგაზრდებს დაუგვიანებიათ, რაიონის გაბრაზებულ ლიდერს ისინი არ მიუღია. მხოლოდ მეორე დღეს მოულბა გული და გეგმაც დამტკიცდა. დაბის ცენტრში ლენინის ძეგლის გადმოტანა და ქანდაკების სკვერთან დადგმის იდეა არსებულა. ეს რომ კარლომ გაიგო, პროექტის ორგანიზატორები დაიბარა და გაღიმებულს უთქვია: ” ლენინი სადაც ახლა დგას, იქაც არ უნდა იყოსო!! გადაწყვეტილია, რაიონის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკება დაიდგმებაო” იმისათვის რომ ზემოდან პროექტი არ დაბლოკილიყო, ძეგლს წმინდა გიორგის სახელი ვერ უწოდეს, დაუკავშირდა ცნობილ რუსთველის აფორიზმს “ბოროტსა სძლია კეთილმან”-ს. ყველამ იცოდა სიმართლე,მაგრამ კარლო ქაჯაიას მონდომებით უფროსობამ თვალი დახუჭა. დღეს ამ ძეგლის გარეშე ჩხოროწყუ წარმოუდგენელია. წმინდა გიორგის ქანდაკება კარლო ქაჯაიაწმინდა გიორგის ძეგლი 0 comments 1 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ლაშა გახარია next post კარლო ქაჯაია- კაცი, რომელმაც ჩხოროწყუს ახალი სახე შექმნა You may also like ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრი და განახლებული კულტურის სახლი 10/10/2025 სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ქალაქ ჩხოროწყუს ტოპონიმიკა 27/06/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 გიორგი ჯიქია:„ყველაფერი პატარა იდეით და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო... 13/04/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024