ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადმინისტრაციული ხარჯები

by Chkhorotsku Ge
0 comments

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ (ქ. ზუგდიდი, თემი ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და მესტია) 2016 წელს გაწეული ხარჯების შესახებ. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2016 წელს გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ, ასევე ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიერ სატელეფონო კომუნიკაციეზე, მოვილნებებსა და საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე.

შრომის ანაზღაურება:

2016 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის ათ მუნიციპალიტეტში სახელფასო ანაზღაურების სახით ჯამში 20,188,742 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებში/მერიებში – 14,907,688  ლარი, საკრებულოებში კი 5,281,054  ლარი.

რაც შეეხება პრემიას, სახელფასო დანამატსა და ჯილდოს, 2016 წელს ჯამში 3,736,613 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებსა და მერიებში 2,798,532 ლარი, საკრებულოებში კი 938,081 ლარი.

ხელფასები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა  899.700 ლარი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო 399,200 ლარი

პრემია, ჯილდო, სახელფასო დანამატი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა 76.300 ლარი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო 33.800 ლარი

საწვავი (ბენზინი / დიზელი)

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა 53.800 ლიტრი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო 30.000 ლიტრი ( ღირებულება:42.301 ლარი)

სატელეკომუნიკაციო ხარჯები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა 15.840 ლარი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო 5.422 ლარი

სამივლინებო ხარჯები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა 6.250 ლარი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო 1.532

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით:

  • დაუშვებელია პრემიის გაცემა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით. პრემია უნდა გაიცეს მხოლოდ მოხელის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისთვის
  • მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტბის უმრავლესობას მიღებული აქვს დადგენილება პრემიის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ, თუმცა ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს დადგენილებები შეიცავენ მნიშვნელოვან ხარვეზებს და იძლევიან პრემიის დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლებას.

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia