სიახლეები ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან თამაშის „ პრემიერა შედგა by chkhorotskuge 10/05/2023 written by chkhorotskuge 10/05/2023 1.5K ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან თამაშის „ პრემიერა შედგა. მთავარ როლში მოწვეული მსახიობი ოთარ ჩიქობავა იყო. როლებში ვიხილეთ ვალერი სიჭინავა,, ლიკა ახალაია. და დავით შენგელია. სიკვდილის სტუმრობა წარმატებული ბიზნესმენის ცხოვრებაში სარკაზმის ელემენტებს შეიცავდა. სიკვდილი ხუმარაა, ცეკვა-სიმღერასაც კი ცდილობს, წარმოდგენილია როგორც ტრაგიკული, ხელმოცარული სუბიექტი, რომელიც თამაშობს,თუმცა კომიკური პერსონაჟის უკან ის ბედისწერა იკითხება, რაც ადმიანისთვის ყოველთვის ეგზისტენციალურია მასთან თამაშის დროს მთავარ გმირში ცხოვრების მნიშვნელობის აზრი იცვლება. ის ხვდება სიყვარულის და ოჯახის პრიორიტეტულ მნიშვნელობას, განიცდის მეტამორფოზას. მთავარ გმირთან ქართველი ემიგრანტის სტუმრობის სცენაში ვალერი სიჭინავა ახალ ამპლუაში წარმოგვიდგა. მან სპექტაკლში დრამატული ელემენტები და ემიგრანტული მელანქოლიით შეპყრობილი ქართველის სახე დაგვანახა. ის არ გავდა მის ტრადიციულ კომიკურ როლებს, რაც ხელოვანის მაღალ ოსტატობაზე მიგვითითებს. რეჟისორი დავით დარსალია უკვე წლებია ცდილობს ჩხოროწყუს სახალხო თეატრის აღორძინებას. ის სხვადასხვა თაობის მოსწავლეთა და სტუდენტების თეატრალური მაესტროა . პატარა სცენის დეკორაციები მხატვარმა ბაჩუკი ჟვანიამ საუკეთესოდ მოაწესრიგა. ფერების სწორი შერწყმა, კოსტუმები აშკარად მოუხდა საერთო აურას. მაყურებელი კიდევ უფრო ადვილად ჩაწვდა რეჟისორის ჩანაფიქრებს ვიდეო [aiovg_video id=315527] ფოტო .გამოყენებულია ჩხოროწყუს კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების სურათები [gm album=82] დავით დარსალია 0 comments 1 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ქსკ ,,სამეგრელო” 2 1 ქსკ ,,კვარტალი” next post ორი მკლავმაგარი ჩხოროწყუელის ამბავი You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026