ჩხოროწყუელი მოსწავლეები კონდიტერის პროფესიას გაეცნობიან

by chkhorotskuge
0 comment

ჩხოროწყუში  კონდიტერის პროფესიის საბაზისო ცოდნას  15 მოსწავლე  დაეუფლება. პროექტში ქალაქ ჩხოროწყუს სამივე სკოლის ახალგაზრდაა ჩართული.  სწავლების ცენტრად კი რამინ დიხამინჯიას სახელობის პირველი საჯარო სკოლაა განსაზღვრული. სკოლის  პარტნიორია  ქალაქ ჯვარში არსებული პროფესიული კოლეჯი „ლაკადა

პროექტი პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. რომელშიც 2017 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონის 42 მუნიციპალიტეტიდან 259 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამა 6.000-ზე მეტმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლემ გაიარა. 2019 წელს კვლავ დაგეგმილია პროგრამის მასშტაბების ზრდა.

ჩხოროწყუში, ამ ეტაპზე მხოლოდ საბაზისო განათლებაზეა საუბარი.  გათვალისწინებულია 24 შეხვედრა, რომელიც 48 საათი გაგრძელდება. იგეგმება შემდგომი თანამშრომლობა.

პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ 1983 წლიდან ფუნქციონირებს.  სასწვალებელში  ექვსი საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარეობს (1. ელექტროობა 2. ექთნის თანაშემწე 3. ინფორმაციის ტექნოლოგია 4. ზეინკალ-სანტექნიკოსი 5. ფილამწყობი 6.. სამკერვალო წარმოება)

banner

შეხვედრებს და პრეზენტაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია ესწრებოდა

You may also like

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00