ჩხოროწყუელი ირაკლი ჩარგაზიას მუსიკალური “შარა”

by chkhorotskuge
0 comments

ჯგუფი “შარა” დიდი ხნის შექმნილი არაა. უკვე პოპულარულია და უცხოეთიდან მიწვევებიც არ აკლიათ. ამ ანსამბლის სოლისტიც ჩხოროწყუელია.

ირაკლი ჩარგაზია
 თუ იაპონელებს აქვთ ცნობილი იეროგლიფი „დო“ , რაც გზას ნიშნავს. მეგრელებს გვაქვს სიტყვა“შარა“ როგორია შენი გზა ჩხოროწყუდან “შარა”-მდე ?

 ჩხოროწყუდან შარამდე  გზა  საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო. ამავე დროს სასიამოვნოც.

———————————————————————————————————————————
https://youtu.be/52UOFwpy-v8

თავდაპირველად სიმღერა ბიჭუნათა ანსამბლ ცაშკიბულში დავიწყე. შემდეგ იყო ფოლკლორული ანსამბლი „ჩხოროწყუ“იყო .(ლოტბარი გიორგი კაჭარავა)

ჩვენ არაერთ წარმატებულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა(იქს ფაქტორი ნიჭიერი და ა.შ )და ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა დავიმსახურეთ.პარალელურად ვმღეროდი თქვენთვის კარგად ნაცნობ და პოპულარულ ანსამლ „კავკასიონ“ში (ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა)

აქაც არაერთ წარმატებას მივაღწიეთ.არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ორი დიდი ადამიანის ღვაწლი (ირაკლი და გიორგი კაჭარავები) ჩემს მუსიკალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.  დიდი მადლობა მათ, ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომ არა მათი ძალისხმევა გამიჭირდებოდა რაიმესთვის მიმეღწია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები და გავხდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი შესაბამისად მომიწია ჩხოროწყუს დატოვება და დედაქალაქში ჩამოსვლა, თუმცა არც აქ გახლდით უსაქმოდ. მალევე შევიძინე თანამოაზრეები მეგობრები მუსიკალურ სფეროში და ჩამოვაყალიბეთ ვოკალურ ინსტრუმენტალური ბენდი.

ირაკლი მორიგი შოუს დროს

შემდგომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომელმაც სწორი მიმართულება მისცა ჩვენს საქმიანობას და მაქსიმალური რეალიზება მოახდინა მუსიკალურ სამყაროში.ეს ადამიანი გახლავთ პროფესიონლი მუსიკოსი ბატონი ჭაბუკა ამირანაშვილი დიდი მადლობა მას გაწეული შრომისთვის.რაც შეეხება ჯგუფის სახელწოდებას სიმბოლურია და მას ჩვენ ესე ვხსნით გზა რომელიც გავიარეთ შარამდეე და გასავლელი გვაქვს როგორც შარას.

————————————————————————————————————————————
როგორია ირაკლი მუსიკის  გარეშე? რას  საქმიანობ და  რა გეგმები გაქვს

მუსიკის მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამაჩნდა. განსაკუთრებით ქართული ფოლკლორი მიყვარს- მისი მრავალხმიანობა, ჰარმონიულობა მართლაც რომ საოცარია.

მუსიკის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია.

რაც შეეხება გეგმებს ის მხოლოდ შარას უკავშირდება

——————————————————————————–
ადრე ჩხოროწყუს მუსიკალურ ჯგუფებში იყავი.  რას ნიშნავს შენთვის ჩხოროწყუ ?

ჩხოროწყუ ჩემთვის ადგილია სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ ჩემი ბავშვობის მოგონებები პირველი ნაბიჯები ამ ქალაქს უკავშირდება ასე რომ ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის.რაც შეეხება ჩვენი ბიჭების მოღვაწეობას სხვადასხვა წამყვან ბენდებში ჩხოროწყუ ნიჭიერი ახალგაზრდებით ნამდვილად გამორჩეული ქალაქია

შარა ჩემი ოჯახია! ჩვენი წარმატების ფორმულა ერთობაშია.სასიხარულოა პირადად ჩემთვის ის ფაქტიც, რომ ჩვენი ერთ-ერთი სოლისტი მსახიობ მოცეკვავე გიორგი ლოგუა ჩხოროწყუელია

 რამდენიმე წელია დაოჯახდით. რას ნიშნავს თქვენთვის  ოჯახი და რამდენად გეხმარებათ მეუღლე მუსიკალურ კარიერაში

მყავს არაჩვეულებრივი მეორე ნახევარი (ნათია ქურდაძე)ჩვენ 6 წელია ქორწინებაში ვართ და გვყავს ორი შვილი.ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი ნათიას იმისთვის რომ ყველაფერს აკეთებს რათა წარმატებული ვიყო.

კოვიდ 19 მა ისევე როგორც ყველა, ჩვენც რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად დაგვაზიანა. გაგვიჩერდა რამოდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი უამრავი კონცერტი, დაიხურა რესტორნები, თუმცა ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც შარას გეგმებისა და მიზნების სია საკმაოდ ვრცელია და ამისათვის თითოეული მაქსიმუმს ვაკეთებთ.ჩვენ არ ვჩერდებით და ვეცდებით ყოველთვის საინტერესო სიახლეები შემოგთავაზოთ.

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia