“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა”ჩხოროწყუში ნინო გულუა წარადგინა

by chkhorotskuge
0 comment

“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ჩხოროწყუს ოფისში გაიმართა მარტივილის-აბაშის-ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის ქ-ნ ნინო გულუას წარდგენის ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის გენერალური მდივანი, ქ-ნ მარიამ ჯაში.

“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო 4 მუნიციპალიტეტის: აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩემთვის ეს ოთხივე მუნიციპალიტეტი არის მშობლიური, ვინაიდან მე მომიწია ამ ოთხივე მუნიციპალიტეტში მუშაობა. პირობას ვაძლევ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ვიყო ხალხის ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში”

შეგახსენებთ, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ჩხოროწყუს ოფისს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ხელმძღვანელობს

banner

მოკლე ბიოგრაფია

ნინო გულუა ექიმი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში 25-წლიანი გამოცდილებით. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ორგანიზაციების – გაეროს, ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF), საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (IMC) და გლობალური ფონდის ჯანდაცვის პროგრამებს. აფხაზეთის ომის დროს, ფრონტისპირა სოფლებიდან წალენჯიხის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში გადმოჰყავდა ორსულები და უწევდა პატრონაჟს. საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა რაიონის საავადმყოფოსა და ამბულატორიებს. წალენჯიხაში მოღვაწეობისას მან ჩამოაყალიბა კულტურულ-სამეცნიერო ორგანიზაცია „ალბიონი“ და ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ინგლისური ენა შეასწავლა 100-მდე მოზარდს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს. 2002-2003 წლებში საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის (IMC) პროგრამების ფარგლებში ნინო გულუა ზედამხედველობას უწევდა ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ამბულატორიების მშენებლობას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას პირველადი ჯანდაცვის საკითხებში და ეწეოდა მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მაჟორიტარი კანდიდატის სახელს უკავშირდება ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“, რომელიც აქტიურად ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში და ასობით ოჯახისათვის გაუწევია სამედიცინო და სოციალური დახმარება. 2008 წლიდან ნინო გულუა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, ხოლო 2016 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს პარლამენტში. დღეს საპარლამენტო ფრაქციის „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მრჩეველია. ნინო გულუას ჰყავს მეუღლე – ანზორ ქობალია, ორი ვაჟიშვილი – გიორგი და შალვა ქობალიები.

You may also like

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00