946 2020 წლის 24 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ქალაქ ბაქოს ახალგაზრდების ჯგუფი სტუმრობდა საქართველოდან. 400 – მდე მოზარდის გამგზავრება აზერბაიჯანში უზრუნველყო ა(ა)იპ “დამოკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ”. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით პროექტში ჩართული და გამარჯვებული 5 ახალგაზრდა ჩხოროწყუელი გაემგზავრა, ასევე პროექტის ფარგლებში ქალაქ ბაქოში მიწვეული იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ქ- ნ ათინა წურწუმია. საქართველოს წარმომადგენლები საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა და სტრატეგიული პარტნიორის კულტურასა და ხელოვნებას გაეცნენ.26 იანვარს მათი მონაწილეობით ფართომაშტაბიანი საღამო – “ქართული დღეები აზერბაიჯანში” მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ,ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის უახლოესი სტრატეგიული მეგობარია. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდებს!!! მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაცია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post მოსწავლეთა პრეზენტაცია სოფელ ქვედაჩხოროწყუში next post ჯუმბერ იზორია – “ნაციონალური მოძრაობის” ცრუ ბრალდებებს მამაჩემის ინსულტი მოყვა