1.2K შენ ხარ ის ქალი! ქალი შეშლილი, მე რომ დავეძებ ქარში, გრიგალში. ხან ტრფობა გინდა, ხანაც სიშორე. ნეტავ, რას ფიქრობ გულის სიღრმეში? შენ ღრმა ძილიდან გამომაფხიზლე მუზად მეწვიე, ჭექა-ქუხილად, ხან სევდიანი, ხან მომღიმარი. ცრემლიც კი გშვენის ფარად-მახვილად. ხანაც შრიალებ სიოს ჩურჩულად ხან სიცივე ხარ, ყინვა და სუსხი შეზე ოცებით დამუხტულია ჩემი სიცოცხლის ყოველი წუთი. ზოგჯერ მორცხვი ხარ და თან წითლდები. – თითქოსდა მალავ გრძნობებს იმედით, ხან მიზეზი ვარ შენი სიგიჟის ხანაც ვარდი ხარ, ბასრი ეკლებით. შენა ხარ ქალი! ქალი – ნამდვილი და უძლეველი შენი სისუსტით მე კი სანთელი ჩაუქრობელი და ჩამომდნარი შენი სიტურფით. შენ ზამთარიც ხარ, თოვლის ფანტელი, ხან სურნელება მოგაქვს იების. შენა ხარ ქალი! ქალი – ”შეშლილი.” ასე შექმნილი ნებით განგების. მასქური 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post ჩხოროწყუელი ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში next post ინტელექტუალური ოლიმპიადა