მთავარი გვერდი » მუნიციპალეტეტი » სპორტი » ქალთა ფეხბურთი: ჩხოროწყუს ‘სამეგრელოს» ახალი მოთამაშეები

ქალთა ფეხბურთი: ჩხოროწყუს ‘სამეგრელოს” ახალი მოთამაშეები

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები

ქალთა საფეხბურთო კლუბი“სამეგრელო“  საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დევიზიონში იასპარეზებს და მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს.

 მიმდინარეობს  გუნდის განახლება. გუნდის ოფიციალურ გვერდზე  ახალი ფეხბურთელები გაგვაცნეს

გვანცა პაპასქირი

გვანცა ჩვენი ქალაქის ქალთა საფეხბურთო კლუბ “ჩხოროწყუს სამეგრელოს” წევრი გახლდათ, სადაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო. ასპარეზობდა ქალთა ლიგის სხვადასხვა პროფესიულ კლუბში. იყო საქართველოეს ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობაში . ამ სეზონში მშობლიური მუნიციპალიტეტის ღირსებას დაიცავს

blank

ლანა გორგაძე

ახალი ძალა სამეგრელოში

ლანა ნახევადამცველია, გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც ქალთა ფეხბურთში სათანადო ავტორიტეტი მოპოვებული აქვს. თამაშობდა “მართვე|-ში, ლანჩხუთში. წელს ცხოროწყუს ღირსებას დაიცავს

blank

ანი ლომსაძე

ანი ჩხოროწყუელებთან ერთად იასპარეზებს

ანის დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. აქვს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება

blank

ანი დავითულიანი

ქართული ქალთა ფეხბურთის პერსპექტიული ფეხბურთელი ჩხოროწყუელებთა ერთადაა

ყველაზე ახალგაზრდა გუნდში ანია, მაგრამ უკვე გამოცდილი გოლეადორია და შეუძლია მოწინააღმდეგეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას

blank

თამარ მოდებაძე

ტექნიკური, მიზანდასახული და გუნდური ფეხბურთელი

მისი ტექნიკა, ბურთის კონტროლი და სისწრაფე, თამაშს ახალი ენერგიით აავსებს და შეტევას დამატებით ძალად აქცევს.

blank

ანა გობრონიძე

ფეხბურთის გზა ჩხოროწყუსთან ერთად

ანა ჩვენს გუნდს შემოუერთდა ქსკ “ლანჩხუთიდან.” ანას მრავალფეროვანი საფეხბურთო გამოცდილება აქვს : ის იყო საქართველოს U16, U17 და U19 ასაკობრივი ნაკრებების წევრი.

blank

მარიამ კაპანაძე

ეროვნული ნაკრების წევრი ჩხოროწყუს გუნდში მკვიდრდება

 მისი შეუდარებელი დაცვითი უნარები, მოტივაცია და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი ძალა იქნება ჩვენი გუნდისთვის.

blank

მარიამ გოროზია

ძლიერდება ნახევარდაცვა

საქართველოსა და აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მოთამაშე. თამაშობს ნახევარდაცვაში

blank

ანა წულაია – გამოცდილება ჩხოროწყუს სასარგებლოდ

მან გამოიჩინა თავი როგორც მაღალი კლასის მოთამაშემ და ქომაგთა სიყვარული დაიმსახურა თავისი სტაბილური და ეფექტური თამაშით.

blank

ეკა თაბაგარი

ჩხოროწყუს გუნდს შემოერთდა

 ეკა კლუბში გადმოვიდა ქსკ ლანჩხუთიდან, სადაც მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და უშეცდომო თამაშით დაიმსახურა ქომაგთა აღიარება.

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00