სოფელი ჭოღაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივიჩხოროწყუს ძველი ისტორიები ქალთა “ამბოხება” ჭოღაში. თაიელ ქალთა პროტესტი by chkhorotskuge 30/01/2020 written by chkhorotskuge 30/01/2020 1.2K სტალინისტური რეჟიმი დაუნდობელი და აგრესიული იყო. ძალადობა მთავარი არგუმენტი გახლდათ და განსხვავებულ აზრს არავინ მიესალმებოდა. 1930 წელს ჭოღაში დიდი ამბები ყოფილა. კოლექტივიზაციის პოლიტიკას მოსახლეობა არ მიესალმა. უკმაყოფილება დიდი იყო მშრომელ ადამიანებში, რომელთა ქონებას გაუგებარი “კოლექტივი” ეპატრონებოდა. 1930 წლის 6 თებერვალს მოწვეულ იქნა ჭოღის თემის ყრილობა, რომელიც სოფლის მოედანზე გაიმართა . თაიიდან მოულოდნელი სტუმრები გამოჩნდნენ… ოცდაათზე მეტი ქალბატონი კეტებით შეიარაღებული შეკრებილებთან მივიდა. მათ პროტესტს ადგილობრივებიც შეუერთდნენ. როგორც კი მომხსენებელი კოლმეურნეობას და კოლექტივიზაციას ახსენებდა, ქალები კივილს იწყებდნენ და კრების ჩაშლას ცდილობდნენ. ამ პროტესტს კარა პაპავა ხელმძღვანელობდა. სიტუაცია დაიძაბა. “წესრიგის დამცველებმა” ჰაერში სროლა დაიწყეს. შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. სოფლის კრება ჩაიშალა, კარა პაპავა და მისი რამდენიმე თანამოაზრე დააპატიმრეს, მაგრამ მოსახლეობის მწვავე რეაქციის გამო გაათავისუფლეს. კოლექტივიზაციის პროცესი გაგრძელდა. ისტორიამ კი შემოინახა უშიშარ ქალთა სასოწარკვეთილი ამბოხება, რომელიც იმ პერიოდში დიდი განხილვის ამბავი ყოფილა. ვალერიან ახალაიას წიგნის მიხედვით თაიელი იგორ აბშილავას ცნობით, მათი ბებია კარა 1983 წელს, 92 წლის ასაკში გარდაცვლილა. ყავდა 8 შვილი, 25 შვილიშვილი. სამივე ვაჟი ომის ვეტერანი გახლდათ. ცოცხლები არიან კარას შვილები 96 წლის ტატიანა და 92 წლის ლენა . 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს ძველი ამბები next post ლესიჭინეს ფოტომატიანე You may also like სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 თამარ გოგუა – სხეულის პერკუსია -რიტმული ხმების შექმნა... 04/06/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა 26/04/2024 1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა 24/04/2024