CHKHOROTSKU.GE

სოფრომ შენგელია-ხაბუმელი კომერსანტის ბედი

ავტორი chkhorotskuge

სოფრომ დუტუს ძე შენგელია წარმატებული კომერსანტი. თავისი დროისათვის
საკმაოდ განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება გახლდათ.

სოფრომ შენგელია (1874-1937)

სოფრომი სენაკის მაზრაში განათლების დარგის მეურვედ იყო არჩეული. რუსული ცარიზმისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების გამო, ის ორჯერ იყო დაპატიმრებული და ციხეში გარკვეული დრო
გაატარა. როგორც ქველმოქმედს, მას დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული მოსახლეობაში.
ისინი პატივს სცემდნენ ამ სიკეთით, ზნეობითა და სამართლიანობით გამორჩეულ პიროვნებას.
მისი წყალობით, სენაკში ბევრ საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს დაედო საფუძველი:
აშენდა ბიბლიოთეკები, სკოლები და მათ მეურვეობასაც მასვე აკისრებდნენ.

სამეგრელო, ერობა. 1920 წელი. მეორე რიგში, მარჯვნიდან მე-4 ზის სოფრომ შენგელია, მე-6 იონა მეუნარგია.
სამეგრელო, ერობა. 1912 წელი. პირველ რიგში მე-5 ზის ლეო ქიაჩელი, III რიგში მე-8 _ იონა მეუნარგია, ბოლო
რიგში მარჯვნიდან მე-5 სოფრომ შენგელია.


სოფრომ შენგელიამ 1918-1920 წლებში საქართველოში არსებული ეკონომიური კრიზისის
და შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ერთპიროვნული მონაწილეობა მიიღო _
ოდესიდან ნისიად შემოიტანა ერთი გემი ხორბალი და ისეთ ფასში დაურიგა დასავლეთ
საქართველოს მოსახლეობას, რომ თვითონ კომერციულ სარგებელზე არც უფიქრია. ლეო
ქიაჩელთან, იონა მეუნარგიასთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად წლების განმავლობაში
სამეგრელოს ერობის აქტიურ წევრად ირიცხებოდა. მეგობრობდა ნიკო მართან,
რომელსაც წელიწადში რამდენიმეჯერ ხვდებოდა ხოლმე ფოთში და მომავალ დიდ ენათმეცნიერს
მეგრული ენის გაკვეთილებს უტარებდა.
სოფრომს თავზარი დასცა 1921 წლის განმეორებითმა რუსულმა ანექსიამ და აქტიურ
ბრძოლას შეუდგა ოკუპანტების წინააღმდეგ. იარაღით ხელში დადგა 1924 წლის
აჯანყებულთა გვერდით, რაც შემდგომ მისი დახვრეტის ძირითადი მოტივი გახდა. მას არც
აჯანყების დამარცხების შემდეგ შეუწყვეტია ბრძოლა და, როგორც საქართველოს ჩეკას
პატაკიდან ჩანს, ის სამეგრელოში იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ერთ-ერთი
გამორჩეული ლიდერია. მას 1929 წელს აპატიმრებენ და ციმბირში ასახლებენ, საიდანაც
1934 წელს დაბრუნდა, მაგრამ 1937 წლის რეპრესიებს კი ვეღარ გადაურჩა.

ფრაგმენტი წიგნიდან “მიხეილ შენგელია”

სოფრომ შენგელია სიფელ ხაბუმეს შესახებ

სოფრომის მეუღლე დომნიკა გეგელია (1894-1975) და ქალიშვილი ლუსია

ყავდათ ექვსი შვილი:

ვალერიან შენგელია – პედაგოგი. გარდაიცვალა ადრეულ ასაკში

პროფესორი მიხეილ შენგელია და პოეტი ალეკო შენგელია
ალეკო შენგელია (1914-1975)

ალეკო შენგელია – ცნობილი ქართველი პოეტი

მიხეილ შენგელია

მიხეილ შენგელია- მედიცინის ისტორიის მუზეუმის პირველი დირექტორი, პროფესორი

ილია შენგელია (1918-194?)

ილია შენგელია- ნიჭიერი პუბლიცისტი და მთარგმნელი. ჩავრარდა ტყვედ. შემდეგში საბჭოთა ჯურღმულებს 28 წლის ასაკში შეეწირა.

გიორგი შენგელია (1920 – 2008)

გიორგი შენგელია -ინჟინერ-ენერეტიკოსი. ძმასთან ერთად გამოიარა ფაშისტური ტყვეობა , შემდეგ საბჭოთა გულაგი.

ცნობები და წიგნი მოგვაწოდა ქართული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ შენგელიამ , რომელიც ღირსეულად აგრძელებს მამის დაწყებულ საქმეს.

გაგრძელება იქნება

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00