სიახლეები სოფლის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო by chkhorotskuge 08/02/2023 written by chkhorotskuge 08/02/2023 1.1K მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს და საერთო კრებებს დღეს სოფელ მუხურში, ზუმში, თაიაში, ნაფიჩხოვოსა და ლეწურწუმეში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო. შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი დავით გახარია ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას გააცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ სახელმწიფო პროექტები. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, საუბნო გზების, სკვერების , სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. 0 comments 1 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post მათ დაამარცხეს სიმსივნე next post აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმი სოფელ ნაკიფუში You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026