1.7K ასოციაცია “ბილიკისა” და ხაბუმის სკოლის დირექციის თანამონაწილეობით, პროექტ “ეს ჩხოროწყუა”-ს ფარგლებში სასწავლო დაწესბულებაში არსებული ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოქვეყნება დაიწყო. ხაბუმის სკოლაში შენახული მნიშვნელოვანი ფოტომასალა ფაილების ნაწილი ჩვენს საიტზე და ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის წყალობით უკვე გამოქვეყნდა. უახლოეს ხანში კიდევ დაემატება. უდიდეს მადლობას ვუხდით ქალბატონ ნარგიზა კვარაცხელიას, რომლის ღვაწლი კოლექციის შექმნაში ძალიან დიდია. თითოეულ მკითხველს შეუძლია მოგვაწოდოს ოჯახში არსებული ნებისმიერი ტიპის ექსპონატები, რასაც გავაციფრულებთ და ნივთს ან სურათს უვნებლად დაგიბრუნებთ. პროექტი მიმდინარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის განათლების რესურს-ცენტრის უფროსის ქ-ნ ლია ჯალაღონიას უდიდესი ძალისხმევით. მისი არეალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მოიცავს ლეო ცირამუას დღიური 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუში დადასტურებულია 289 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 105 პაციენტი next post ზურაბ გულუა მეგობრებთან ერთად. პედაგოგი ლეო ცირამუა