სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

განათავსეთ რეკლამა

ეწერის უბანში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გზა ავარიული იყო და მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა.

პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 1 680 000 ლარით ფინანსდება.

სოფელ ხაბუმეში ასფალტირებული გზის დაგება მიმდინარეობს ასევე ჟუღუსა და კალინინის უბნებში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე 70 კილომეტრი გზა რეაბილიტირდა.

  • 119982151 4161531243863797 5626537910294450869 o
  • 119992199 4161531023863819 5554861052782832402 o
  • 119994241 4161531193863802 1919592757847109514 o
  • 120003708 4161531020530486 9156653671397863769 o
  • 120006903 4161531017197153 8733415425815966786 o

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია და სურათები

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00