საქველმოქმედო აქცია ჩხოროწყუში

განათავსეთ რეკლამა

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად, მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს.

106171110 3894901353860122 8650513364816289556 o
ხათუნა მიქავა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი

მუნიციპალიტეტის მერიამ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისგან USAID -ის მხარდაჭერით 16 600 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენის სამუალებები მიიღო.

106228276 3894900940526830 3050783896848210274 o

დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 ოჯახს გადაეცემა.

106251845 3894900950526829 5907664019466464667 o

ჩხოროწყუს მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით.

106454544 3904608126222778 8639668448226776388 o
ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა

ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3000 -ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.

CHKHOROTSKU.GE
Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00