2026 წლის 18 აპრილს ქალაქ ჯვარში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური პირველობა მძლეოსნობაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ჩხოროწყუს სასპორტო კომპლექსური სკოლის სპორტსმენებმა, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვეს.
ტურნირის შედეგად, ნაკრების აქტივში ჯამში 7 მედალია: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ინდივიდუალური შედეგები სახეობების მიხედვით:
ბარბარე მებონია — 60 მ. და 300 მ. დისტანცია
ანდრია თოდუა — 60 მ. და 200 მ. დისტანცია
ნინი ჩიქობავა — სიგრძეზე ხტომა
დათუნა ხორავა — ბირთვის კვრა
ლუკა ხორავა — 400 მ. დისტანცია
გუნდის მომზადებასა და სატურნირო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მწვრთნელ-მასწავლებლებმა: ილია ხორავამ და საბა ხორავამ.