სიახლეები რომან თოლორდავა- სოფელ მუხურის მცხოვრებთათვის მალიხინის განსაკუთრებული მეთოდიკის სწავლა უფასო იქნება by chkhorotskuge 19/05/2023 written by chkhorotskuge 19/05/2023 1.4K ცნობილი ფოტოგრაფი რომან თოლორდავას ცნობით, მუხურში უკრაინელი მეფუტკრე ვლადიმერ მალიხინი მკვიდრდება გთავაზობთ მის ინფორმაციას ძვირფასო მეგობრებო, მსოფლიოში კარგად ცნობილი, პროფესიონალი, მეფუტკრის, მეფუტკრეობის აქტიური მკვლევარის (კვლევის 40 წლიანი პრაქტიკა), წიგნების სერიის ,,შემოქმედებითი მეფუტკრეობა“-ს ავტორის (6წიგნი), მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში მეთოდური ზედამხედველობის ხელმძღვანელის,ფუტკრის მოვლა-პატრონობის, ფუტკრის რძისა და აპითერაპიის პროდუქტების მიღების საკუთარი მეთოდის დამაარსებლის უკრაინელი ვლადიმირ მალიხინის სასწავლო კაბინეტმა, ბინა საქართველოში, სამეგრელოს უმშვენიერეს სოფელ მუხურში დაიდო. თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს თავად ვლადიმირ მალიხინი წარუძღვება. სოფელ მუხურში მცხოვრები მეფუტკრეობაში მალიხინის განსაკუთრებული მეთოდის შესწავლის მსურველთათვის სწავლა უფასოა. პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ ,,ხარებას“ სრული დაფინანსებით ვლადიმერ მალიხინი ცნობილი პროფესიონალია. მისი არხი “Творческое Пчеловодство” დიდი პოპულარობით სარგებლობს და ათეულ ათას გამომწერს მოიცავს. ავტორი გასაგები ენით საუბრობს. შესაბამისად მისი გამოცდილება საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებას ძალიან წაადგება. ვლადიმერ მალიხინი 1955 წელს ქალაქ კრამატორსკში დაიბადა . 1985 წლიდან პრაქტიკული საქმიანობითაა დაკავებული. რამდენიმე წიგნის ავტორი მეფუტკრეობარომან თოლორდავა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეხება ავღანეთის ომის ვეტერან ჯუმბერ იზორიას და ომში დაღუპულ ბადრი შანავას ავღანეთის ომში გატარებულ პერიოდს. next post საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა. You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026