რომან თოლორდავა-მუხური იქნება ძლიერი ევროპული ტიპის სოფელი და მის განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის

by chkhorotskuge
0 comments

ფოტოგრაფი რომან თოლორდავა მუხურთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. მზად ვართ, საიტი და ჩვენი რესურსი განსხვავებული ხედვის ადამიანებსაც დავუთმოთ,

ჩემო ძვირფასო მეგობრებო !

სოფელ მუხურის ტურისტული პოტენციალის დასადგენად და მისი შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით 36 საერთაშორისო და ეროვნული ექსპედიციის ხელმძღვანელი ვყოფილვარ.

ათობით საერთაშორისო ფოტოგამოფენა მიმიძღვნია მუხურის პოპულარიზაციისთვის და თამამად შემიძლია ვთქვა მსოფლიო ტურისტულ საზოგადოებას გავაცანი და შევაყვარე ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი კუჭული. მუხურის ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციას მივუძღვენი 5 საერთაშორისო ექსპედიცია და ღუნჯის ჩანჩქერის კედლებზე დავაფიქსირეთ კოლხური ყოჩივარდა, ლანჯერის, ოხოჯეს და გვამარდას მიდამოებში დავაფიქსირეთ ეკვილეგია კავკაზიკა. საქართველოს სპელეო კავშირთან ერთად (ვახტანგ ჩიხრაძე, მამუკა ნიკოლაძე) შევქმენით პირველი საერთაშორისო დონის ტურისტული მარშრუტები ეგრისის ქედის მუხურის უბანში. ფრანგ სპელეოლოგებთან ერთად შევქმენით შურუბუმუს მასივის ზუსტი და უტყუარი ჰიდროლოგიური რუქა რითაც დადასტურდა შურუბუმუს უშუალო კავშირი მიგარიის კირქვულ მასივთან.

როცა ჩემს მუხურელებს გაუჭირდათ სათავეში ვედექი სამაშველო ოპერაციას და ქართული ავიაციის დახმარებით ვცდილობდი საუკეთესო შედეგის მიღწევას.

“ITN BERLIN”-ზე მუხურის ფოტოები და წიგნი სამეგრელო ამშვენებდა ქართულ სტენდს. დიახ, მე ვარ ინიციატორი მუხურის სტრატეგიული განვითარების ახალი ევროპული ტიპის სასტუმრობის მშენებლობის. დიახ, მე ვარ ინიციატორი მუხურის ისტორიულლი მეფუტკრეობის სრულიად აღდგენის.

დიახ, მე ვარ კანონიერი მფლობელი პატენტისა “მუხურის თაფლი”. დიახ, ჩემი ინიციატივით მოხვდა პატენტის ჩარჩოებში ნ ვენეციის კონვენციის 30-ე მუხლის ფარგლებში მუხურის თაფლის ფიქსაცია დაცვის აუცილებელი ზომების გატარება.

დიახ, ბატონებო მალე მუხურში იქნება ევროპული ლაბორატორიის ფილიალი სრული აღჭურვილობით. დიახ, ბატონებო მე ვარ ერთ-ერთი მონაწილე სამგრელოს ეროვნული დაგეგმარებითი პარკის შექმნის და მასში მუხურის ტერიტორიის მოქცევის.

დიახ, ჩემი ინიციატივით ხობისწყლის ხეობაში ბევრ მუხურელს დავაბრუნებინე მისი წინაპრების ისტორიული საცხოვრისი. დიახ, ბატონებო მე ვარ ინიციტორი მუხური გახდეს სამთო მეფუტკრეობის ერთ-ერთი ცენტრი მსოფლიოში და ამასაც აუცილებლად მივაღწევ. დიახ, ბატონებო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოში პირველად კანიონინგის მარშრუტების კვლევა და ფიქსაცია მუხურში მოხდა.

ეს გალავთ ჩემი მოკრძალებული წვლილი მუხურის განვითარებაში. დიახ, ასეთი ვარ მე ცრუ პატრიოტი რომან თოლორდავა. დღეს ერთ პატარა ბიჭს სამწუხაროდ მუხურელს დიდი სიბინძურე გამოაქვეყნებინეს ჩემზე,

მეცოდება ეს ბიჭი საოცრად, კახური ანდაზისა არ იყოს ,,გააქეზეს მურია და შეაჭამეს მგლებსო“:))

დიახ, ბატონებო ბავშოვობიდან სპორტით გავიზარდე და ორგანულად ვერ ვიტან კრიმინალურ ნარკომანიას, დიახ, ბატონებო რამდენი ადამიანიც არ დააფინანსოთ არ მოგცემთ საშუალებას და არ გაგანადგურებინებთ იმ ტურისტულ პოტენცილს რასაც ათეულობით წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაპიარებ. რაც შეეხება თქვენს მუქარებს თავადვე შეინახეთ, ვისთანაც გაგსვლიათ იმათთან ეგებ გაგივიდეთ.

მუხური იქნება ძლიერი ევროპული ტიპის სოფელი და მის განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის, როგორც ადრე, ესევე ეხლაც ვდგავარ ჩემი მუხურის გვერდით და ყველას ვპირდები: ყველა წინააღმდეგობა გადაილახება, წინსვლას არქაული ადეპტები ვერ გააჩერებენ… ბევრი ადამიანი მირეკავს.მწერს, არ იდარდოთ …არცერთი ნასროლი ტალახი და ნაკელი მე ვერ მომხვდება მათ კი ბინძური ხელები შერჩებათ !!!!ასე რომ ერთად წინ სიყვარულით და პატივისცემით უკეთესი ძლიერი საქართველოსთვის.

რომან თოლორდავა

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia