მთავარი გვერდი სიახლეები რადიო “ერას” ახალი სიცოცხლე

რადიო “ერას” ახალი სიცოცხლე

ოთხმოცდაათიანი წლებიდან ჩხოროწყუში რადიო “ერა” მაუწყებლობს. რომელიც გია კიკვაძემ დააფუძნა და უამრავი სირთული მიუხედავად მისი შენარჩუნება მაინც მოახერხდა.

15272235 1163587133753844 8530929226079924849 o

რადიო სიგნალის გადაცემა 1996 წლის 21 მაისს დაიწყო AM 955 ტალღაზე. გამოიყენებოდა კუსტარულად დამზადებული რადიოგადამცემი მოწყობილობა, რომლის შექმნაში მონაწილეობდნენ დათო კიკვაძე, სერგო კვირკველია და რამინ გაბისონია.


2 წლის შემდეგ, 1998 წელს რადიო ტრანსლაცია FM 102.1 გადაიყვანეს. სიახლემ დიდი სიხარული და ინტერესი გამოიწვია ჩხოროწყუში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. რადიოს ტრანსლირება სახლიდან და საბჭოთა კავშირის პერიოდის დამხმარე ელექტრო მოწყობილობებით გადიოდა (ორკასეტიანი მაგნიტოფონით).


რადიომ მალევე შემოიკრიბა ერთგულ მსმენელთა აუდიტორია.

2004 წლიდან რადიომ სახლიდან სტუდიაში გადმოინაცვლა.
ახალი შემართებითა და იდეებით შეიკრიბნენ მეგობრები: Dj გია (გია კიკვაძე), Dj ნუგა (ნუგა გოგუა) Dj ალიკა (ალიკა დარსალია). მოგვიანებით მსმენელთაგან შემოუერთდნენ ირაკლი ტყებუჩავა, ნიკოლოზ ჯალაღონია, დავით კარტოზია, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს რადიოს განვითარებაში თანაწამყვანი იყო ანა ქვარცხავა. შეიქმნა გადაცემები SMS შოუ, ყოველდღიური ჰოროსკოპი, რელიგიური და შემეცნებითი გადაცემები, ჰოთნიუსი – წამყვანი მაკა ნაჭყებია, ახალი ამბების ქრონიკა – წამყვანი სოფიკო ნაჭყებია.

ვარლამ ბებიას მიერ 34 მეტრის სიმაღლეზე დამონტაჟებულ იქნა რადიოს გადამცემი ანტენა. რადიოს ტექნიკური პროგრამისტის ლაშა ჟვანიას მიერ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით რადიოს მართვა შესაძლებელი გახდა დისტანციურად, სტუდიის გარედანაც და ამავდროულად რადიოს ტრანსლირება ინტერნეტ სივრცეშიც დაიწყო.

ჯამრთელობის პრობლემების გამო , დამფუძნებელმა გია კიკვაძემ იძულებით, დროებით დატოვა საქართველო, მაგრამ მისმა მეგობრებმა რადიო არ მიივიწყეს და დღემდე მისი მოსმენა ჩხოროწყუში შესაძლებელია.

DJ ნუგა ძველებურად ფორმაშია 🙂

ჩხოროწყუში ნუგას ვინ არ იცნობს. რადიოს ძველმა დიჯეიმ ცოტა ხნით ჩხოროწყუში დაბრუნება მოახერხა და მისი ხელი საქმეს უკვე დაეტყო

82810720 1042379002793120 5612672492297519104 o

სტუდია დროშებით გალამაზდა. ფეხბურთი და ძველი დიჯეი განუყოფელია. შესაბამისად რადიოს ვიზუალი გასაკვირი არაა. ნუგამ საკუთარ ჯგუფში სტუდიიდან რამდენიმე ლაივიც შემოგვთავაზა და მთელი ენერგიით რადიოზე ზრუნვას შეუდგა.

სოს, სოს !!!!!!! იძებნება ახალი დიჯეი !

მართალია, რადიოს ფული არ აქვს, მაგრამ არ გნებავთ თავი დიჯეის ამპლუაში გამოცადოთ? დიახ, ეს შესაძლებელია და თან კარგ საქმესაც დაეხმარებით.

განახლებულ რადიოში ახალი გადაცემებიც იგეგმება. ჩვენი ქსელიც ჩართვებს პერიოდულად შემოგთავაზებთ. სიურპრიზები წინაა 🙂


You may also like

Leave a Reply

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ