პროექტი “საგანგებო მდგომარეობა”

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ასე ჰქვია კიდევ ერთ პროექტს, რომელიც რამინ დიხამინჯიას სახელობის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ განახორციელა და რომელშიც სკოლის 90-მდე მოსწავლე და რამდენიმე პედაგოგი იყო ჩართული;

პროექტის ფარგლებში შედგა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების სამუშაო შეხვედრა, სადაც შეიმუშავეს კითხვარი ანკეტებისთვის; სწორედ ამ ანკეტებით ჩატარდა გამოკითხვა ქალაქის ქუჩებში და სკოლაში, შედეგად გამოიკვეთა ის საკითხები, რომელზეც უნდა გამახვილებულიყო ყურადღება პროექტის განხორციელებისას; კერძოდ, რა არის მიწისძვრა და რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა, რა საშიშროებაა მოსალოდნელი მიწისძვრის დროს, უსაფრთხოების რა წესები უნდა დაიცვას თითოეულმა ჩვენგანმა საგანგებო მდგომარეობის დროს და ა.შ.

პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა საინტერესო პრეზენტაცია “დიდი მიწისძვრები”, ლექცია ” რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და როგორ მოვიქცეთ საგანგებო მდგომარეობის დროს”; შედგა საინტერესო ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის საგანგებო სიტუაციის მართვის სამმართველოს ქ. ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში.

ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო სამსახურში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia