პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია განცხადებას ავრცელებს

by chkhorotskuge
0 comments

 

საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია განცხადებას ავრცელებს:

“ეს იყო თავიდან ბოლომდე პროვოკაცია და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ასე არ შეიძლება ახალგაზრდები, არასრულწლოვნები ჩართო ისეთ პროვოკაციაში, რაც დღეს აქ იყო.

ამ აქციების უკან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას ისევე როგორც იმ პრალდებების უკან, რაზეც დღეს ახალგაზრდები ედავებოდნენ.

მივმართავდი იმათ ვინც ამათ უკან დგანან, არ შეიძლება, რომ ადამიანებს ასე მოექცნენ ვისაც ქვეყნის, ერის და ხალხის წინაშე დამსახურებული ადამიანები ჰქვია. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ასეთი სპექტაკლი დადგეს, იმ ადამიანებმა ვინც თბილისიდან დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ ბოლოს ერთი რამ მინდა გითხრათ, მე იმ ბავშვებთან ჩამოვედი და მართლი გითხრათ ნანობდნენ, ჩვენ არ ვიცოდით სად მოვდიოდით და ვისთან მოვდიოდითო. მართლა ინანეს.

სირცხვილია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის ყველაფერი მაგათი შეთითხნილი ბრალდებები, რომელსაც სიმართლესთან საერთოდ არაფერი არა აქვს. შესაბამის ორგანოებს მივმართავ, მსგავსი კანონდარღვევა თუ არსებობს, მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ნებისმიოერი ადამიანი.

ჩემი გავლენები არის ეს – ბავშვობიდან შრომით წვალებით, ყველა ომში მონაწილეობით და ადამიანების სიყვარულით და თუ ეს ქვეყნის სიყვარული და ხალხის სიყვარული არის გავლენა, მაშინ, კი ბატონო”

შეგახსენებთ, ჩხოროწყუში ოპოზიციურმა გაერთიანება “შეცვალე”-მ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს შეხვდნენ პარლამენტის წევრები გოგა გულორდავა და ჯუმბერ იზორია.

ხმაურიანი აქცია პარლამენტის ბიუროსთან ჩატარდა

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia