ნაშრომები ოწინდალეს წარმართული ფესვები by chkhorotskuge 11/06/2023 written by chkhorotskuge 11/06/2023 1.7K სპალელეოლოგ იგორ ფიჩხაიას სტატუსი: 1988 წელს სამართალცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კათედრის გამგემ, პროფესორმა მიხეილ კეკელიამ ოწინდალეს სარიტუალო ტახტის აღმოჩენის აქტი შეადგინა. ამ აქტს ხელს აწერს 5 პიროვნება (მათ შორის მეც). სამწუხაროდ ეს უნიკალური არტეფაქტი ქრისტიანული ტაძრის სიახლოვეს ვუღაცეებმა არამართებულად მიიჩნიეს და ხევში გადააგდეს (სარიტუალო ტახტის საკმაოდ მძიმეა და მისი ხევიდან ამოტანა პრობლემებთან არის დაკავშირებული) გთავაზობთ ცნობილი მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნის, ბატონ გიორგი გიგაურის წერილს ოწინდალეს სარიტუალო ტახტთან დაკავშირებით. ოცინდალე იგივე ო წინდალე საქმე ასე ჩემი აზრით, ,,ოწინდალე” ეს არა მარტო ქალების ,,გასინჯვის” (ქურუმი ქალებისგან) არამედ უფრო ,ჯვარდასაწერი” ადგილი და ღამეს გასათენებელიც იყო. ასეთი მოვლენა რაჭაშიც სცოდნიათ , სადაც საქორწინო ღამეს სალოცავთან ათევდნენ ღამეს და ,,ბეღლობა” ” ერქვა. ასეთივე წესი შავშეთშიც ფიქსირდებოდა და ,,ამბარობა” ერქვა. ანუ ახალ დაქორწინებულები პირველ ღამეს სწირავდნენ სალოცავის სუფთა ადგილს. უძველეს შუმერულშიც ჩანს ასეთი სალოცავი სადაც ჰიეროგამიის ტაძრები იდგა და ქალ-ქურუმები მსახუროვდნენ. ,,აგარინ” ერქვა ბავშვს, რომელიც იქ ჩაისახებოდა. ეს იყო დიდი საღვთო ტრადიცია. ჩემი აზრით, გრაკლიანზეც ანალოგიური ისტორია იყო. იქ ფალოსის საჭვრეთიც არის აღმოჩენილი. ,,ოწინდალე” ერთ-ერთია საქართველოს ტერიტორიაზე თავისი სარიტუალო ტახტით და მას დიდი გაფრთხილება უნდა. დღეს როცა მსოფლიო გლობალიზაცია დიდი მაშტაბით გვიტევს და სქესთა შორის უცნაური ურთიერთობები შემოგვთავაზეს, ეს უძველესი ადგილობრივი სალოცავი თავისი ისტორიით მნიშვნელოვანია დასაფიქსირებლად. ქალ-ვაჟის სწორი საურთიერთობო კულტურა საღვთო კულტურაც იყო. ჩვენში. ქვის ტახტი ერთადერთია საქართველოში თავისი არქაულობით და თავისი საკრალურობით. მას გაფრთხილება უნდა და იგი სპეციალურად მუზეუმში უნდა იქნას გადატანილი. ,,ოცინდალეს” სალოცავი ეს იყო უძველესი ჰიეროგამიის ტაძარი რეგიონში. სადაც სპეციალური საღვთო ტექსტები და სიმღერა დალოცვებიც სრულდებოდა ,ჩემი აზრით. ოწილდალეზე უნდა გაკეთდეს სპეციალური დაფა ქართული და უცხოურ ენაზე სადაც იქნება აღნიშნული ხსენებული არტეფაქტი. იმედია ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს ხელისუფლება და სარიტუალო ქვის ,,ტახტი” ადგილობრივ მუზეუმში დაიდებს ბინას. თავისი აღწერითი ტექსტით. ოცინდალეს ადგილი შევა საექსკურსიო ობიექტებში როგორც უძველესი ადგილი . პატივისცემით გიორგი გიგაური ე. თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრი გიოორგი გიგაური ოცინდალე 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post მემორიალური ტურნირი ბლიც ჭადრაკში next post ნაკიანი. ჯვრისწერა და ხელისმომკიდეები You may also like გრიგოლ შენგელია ხაბუმეში აღმოჩენილი სამაროვნის შესახებ 13/10/2025 ვალერიან ახალაია სოფელ ნაფიჩხუს შესახებ 07/10/2025 ცხრა წყაროს გზა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენეზისისა და განვითარების... 09/07/2025 ლეო ცირამუა -მოგონება (იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში... 23/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024 ღუღუნი წახნაგიას წიგნები და საოჯახო ალბომი 15/03/2024 გრიგოლ შენგელია “კოლხური რკინის მეტალურგიის სათავეებთან” 10/03/2024 რაჟდენ გუმბა – ჩხოროწყუელების აფხაზი სიძე 11/02/2024 ოცინდალე თუ ოწინდალე-მამანტი კვირტიას მნიშვნელოვანი პუბლიკაცია 01/12/2023