CHKHOROTSKU.GE

ნუგზარ ჟვანია ჩხოროწყუელ ფეხბურთელთა კაპიტანს, რეზო კაჭარავას იხსენებს

ავტორი chkhorotskuge

კაპიტანი გუნდის სული და გულია. იგი ბევრს ნიშნავს, როგორც მინდორზე ისე მის

გარეთ, ამიტომ ირჩევენ ყველაზე ავტორიტეტულ, წარმატებულ სპორტსმენს, რომელსაც შეუძლია გუნდის აყოლიება, დარაზმვა გამარჯვებისათვის.

რეზო კაჭარავა

იგი ფაქტობრივად, მწვრთნელის მარჯვენახელია მინდორზე.კაპიტნის სამკლაური მრავალი წელი ეკეთა რეზო კაჭარავას, რომელიც გამოირჩეოდა

თავისი სპორტული მონაცემებით, იყო გამოკვეთილი ლიდერი და პატივს სცემდნენ

გუნდის წევრები. ასევე დიდ სიყვარულს იმსახურებდა გულშემატკივრებს შორის. თავად

ბუნებით იყო უბრალო, ზრდილი, ერთობ მოწესრიგებული ახალგაზრდა, რომელსაც არ შეეძლო ესარგებლა პოპულარობით,რომელიც ძალიან დიდი ჰქონდა.

ძმები კაჭარავები საიმედო ძალა იყვნენ. უფროსი ძმა კარლო მარცხენა მცველის პოზიციას იჭერდა, ცენტრში რეზო იდგა, მარჯვნივ— მიტუშაქვარცხავა. დაცვის ეს შემადგენლობა საიმედო იყო, მაყურებლები მათ სანახავად დადიოდნენ სტადიონზე. რეზო ნახევარდაცვასაც აკონტროლებდა და ზოგჯერ თავდასხმაშიც ვიხილავდით.

,,წყალტუბოს ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდა. შინ კი არა სტუმრადჩამოსულთან ჭირდა მოგება. კალენდარულ მატჩს იქ ვატარებდით—იხსენებს ამირან ქარჩავა. პირველ ნახევარს 4:0 ვაგებდით. მეორე ტაიმში რეზომ, როგორც იტყვიან, ,,აიწყვიტა”, მიატოვა დაცვა და თავდასხმაშიგადმოვიდა. სულ 10 წუთი თუ იქნებოდა გასული პირველი ბურთი რომ შეაგდო. ერთი გოლი არაფრად ჩააგდეს მასპინძლებმა, ეტყობა მოგება

ნაადრევად ირწმუნეს, მცველებმა ყურადღება მოადუნეს და მარტივ სიტუაციაში გოლი გაუშვეს. პრესტიჟის გოლით არ დაკმაყოფილდა იგი. მორიგი შეტევა იპოლიტე ბებიასთან ერთად წამოიწყო და 2 წუთის შემდეგ მეკარე აიძულა მეორედ გამოეტანა ბურთი კარიდან. ახლა ჩვენც ვირწმუნეთ მატჩის გადარჩენის შესაძლებლობა და რეზოს ინიციატივას ავუბით მხარი. სანამ მასპინძლები გონს მოეგებოდნენ, მანამ ჟორჟიკას პასით 3 გოლი შეაგდო. მეორე ტაიმში კიდევ 2 გოლი გავიტანეთ, აქედან ერთი ისევ რეზოს— ავტორობით. ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომაა იგი საინტერესო. მაშინ ამ ფაქტს ,,ლელოც” გამოეხმაურა და რეზოს მატჩის ,,გმირი” უწოდა.”

ასეთი რამ მხოლოდ ისეთ ფეხბურთელს შეეძლო, როგორიც რეზო იყო. იგი გუნდის სული და გული ბრძანდებოდა. უმცირეს ნიუანს გრძნობდა, თავად იყო მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის ნიმუში. აკი ამიტომაც სუფევდა გუნდში პოზიტიური ატმოსფერო. ბევრჯერ მიიღო მან მოწვევა სხვა გუნდებიდან, მაგრამ არ ქნა. მისი უფროსი ძმა კარლო იხსენებს:

,,რეზოს ფეხბურთელობა ჩემი ,,დამსახურებაა”, რადგან მე მომბაძა. ისიც სკოლის ასაკიდან მოვიდა რაიონულ გუნდში, მე მაშინ უკვე სტაჟიანი ფეხბურთელი ვიყავი. მალე ჩადგა ჩვენს რიგებში. ძალიან უყვარდა დოროხოვს, ამისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო-იტყოდა. ისეთ რაღაცეებს გააკეთებდა თამაშის დროს, რომ გვიკვირდა ასეთი რამ ვარჯიშის დროს არ გაუმჟღავნებია. თამაშის პროცესში ახალ-ახალ ილეთებს იყენებდა. უყვარდა საკუთარ თავზე მუშაობა და ბევრს ვარჯიშობდა. ერთი სიტყვით,

ნამდვილი ფეხბურთელი იყო. ფეხბურთის სამმართველოდან ორჯერ მოვიდა მიწვევა, მაგრამ დედამ და მამამ არ ქნეს, თბილისში ვერ გავუშვებთ, ბურთაობა რა კაცის საქმეაო. მან ხომ უნდა ისწავლოსო. მე მეამაყებოდა ჩემი ძმა, რომელიც ყოველმხრივ მისაბაძი პიროვნება იყო.

მან კიდეც ითამაშა, კიდეც ისწავლა, კიდეც იმუშავა სხვადასხვა თანამდებობებზე, იცხოვრა ღირსეულად, თუმცა ნაადრევად დატოვა წუთისოფელი”

სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა ფოთის მელიორაციულ ტექნიკუმში, სადაც ის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ფოთის ,,კოლხეთის” შემადგენლობაში ჩარიცხეს. აქაც ისახელა თავი, ფოთელების საყვარელი ფეხბურთელი გახდა. დიდხანს ვერ შეელივნენ ისინი რეზოს, ბინას ჰპირდებოდნენ, ხელფასის მომატებას, სამუშაო ადგილს, მაგრამ გული მშობლიური ჩხოროწყუსკენ მოუწევდა, სადაც დაიწყო ფეხბურთის თამაში. ამაში ,,ბრალი” რაიონის ხელმძღვანელობას, პირადად

რაიკომის პირველ მდივანს მიშა ცანავას მიუძღვის, რომელსაც შვილივით

უყვარდა და აფასებდა. 1962 წელს, როცა ცნობილი მოვლენების გამო გაუქმდა ჩხოროწყუს

რაიონი და ცხაკაიის (სენაკი) რაიონს შეუერთდა, ,,კოლმეურნემაც” ფუნქციონირება

შეწყვიტა და რეზოც დაემშვიდობა ფეხბურთს. მართალია, არ თამაშობდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ფეხბურთელად, განსაკუთრებით მშობლიური რაიონის ფეხბურთის გულშემატკივრად. საოცარი ურთიერთობა ჰქონდა თანაგუნდელებთან, ხშირად მოიკითხავდა მათ. თუ ვინმეს უჭირდა, ეხმარებოდა, გვერდში უდგებოდა, ამხნევებდა. გარდაცვლილი მეგობრების საფლავთან მარტო კი არ მიდიოდა, არამედ თანაგუნდელებიც მიჰყავდა და ეს იმდენად გაითავისა ყველამ, რომ დიდხანს

ტრადიციად იქცა მანამ, სანამ რეზომ არ დატოვა წუთისოფელი. რეზო სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩხორჰესის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, მელიორაციისა წყალთა მეურნეობის სამმართველოს უფროსად, ჰიგიენის სახლის დირექტორად. სადაც იმუშავა, ყველგან დიდი სიყვარული დატოვა, ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა, მაგრამ იგი მაინც გვახსოვს როგორც კარგი სპორტსმენი, რომელიც იცავდა ჩხოროწყუელთა ღირსებას მინდორზე. მან შექმნა ლამაზი ოჯახი ლიდა ნაჭყებიასთან ერთად. მათ გაზარდეს ორი ვაჟკაცი, რომლებიც წარმატებული ბიზნესმენები არიან საქართველოში, ხოლო შთამომავლები სასახელოდ აგრძელებენ წინაპართა ტრადიციებს.

ნიკოლოზ კაჭარავა

P.შ. არ შეიძლება აქვე არ აღვნიშნოთ ბატონი რეზოს შვილიშვილის ნიკოლოზ კაჭარავას წარმატებები ჭადრაკში. იგი 2004 წელსაა დაბადებული თბილისში და საქართველოში პერსპექტიულ მოჭადრაკედ არის მიჩნეული.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია ასაკობრივ პირველობაზე; 8 წლის ასაკში გახდა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, 2012 წელს— ევროპის ვიცე ჩემპიონი, ამავე წელს მიენიჭა ფიდეს ეგიდით ოსტატის წოდება, 2014 წელს ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატში პრიზიორი გახდა, 2018 წელს

რიგაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 14 წლის ასაკობრივ ჩემპიონატში თანაბარი ქულით ვიცე

ჩემპიონობა მოიპოვა, 2014, 2015, 2016 წლებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია საჭადრაკო კომპოზიციაში, არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ფიდეს

ეგიდით წარდგენილია საერთაშორისო ოსტატობის კანდიდატის წოდებაზე.

წარმატებები ვუსურვოთ ნიკოლოზ კაჭარავას საჭადრაკო სამყაროში

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00