ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ციფრული არქივი ნუგზარ ჟვანია – ლესიჭინე ლესიჭინეში by chkhorotskuge 10/06/2021 written by chkhorotskuge 10/06/2021 1.4K ჩხოროწყუს ფეხბურთელთა გუნდს ყოველთვის ჰყავდა ძლიერი შევსება ლესიჭინედან. ეს სოფელი ტრადიციულად არის სპორტული, რადგან აქ კარგად თამაშობდნენ სხვა სახეობებსაც. უყვარდათ კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭიდაობა, მძლეოსნობა, ძალოსნობა და სხვ. 1946 წელს, როცა გადაწყდა შექმნილიყო რაიონული გუნდი პირველი ფინანსური მხარდამჭერი ჩხოროწყუსა და ლესიჭინის ჩაის ფაბრიკები იყვნენ,რომლებიც მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში შედიოდნენ. ლესიჭინე სხვადასხვა დროს საქართველოს პირველობაზე თამაშობდა და სერიოზული მიღწევები ჰქონდა. განსაკუთრებით 50-იანი წლების ბოლოს. დოროხოვი, რომელიც ,,კოლმეურნეს” მთავარი მწვრთნელი იყო, ხშირად ესწრებოდა მათ თამაშს და პერსპექტიულ ახალგაზრდებს მთავარ გუნდში იწვევდა ან იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითადში ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ხვალ და ზეგ აუცილებლად ითამაშებდნენ ,,კოლმეურნეში”, ლესიჭინეში აგზახვნიდა. ლესიჭინეში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ: ენვერ მალანია, რადიკო ვეკუა, ავერ სიჭინავა, შუქურ თოლორაია, აბესალომ ჩაჩიბაია, ვალიკო, ბარუხა, ბადა, ლევთერ სიჭინავები, აპალონ ბელქანია, რეზო კვიტატიანი, ფედია და იმერ ჭაავები, იური კულინიჩი, ზაურ სიჭინავა, რეზო ხორავა, მეგონა (კოტია) ჯანჯღავა, გულადი სიჭინავა, იროდი სიჭინავა, ალბერტ რუსია, აჩიკო ჩიტაია, ბუხუტი კემულარია, მელისი სიჭინავა, ბონდო აბაშიძე, თეზო გაბისონია, დათო სიჭინავა, ინტერ ხორავა, რეზო გოგუა. როგორც რადიკო ვეკუა იგონებს, ,,გუნდს ხელმძღვანელობდა ბუღალტერი შალვა ტყებუჩავა, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარდა. მოწვეული იყო მწვრთნელად ვახტანგ ფრცქიალაძე, რომელიც თან თამაშობდა. იყო დრო მწვრთნელიც არ გვყოლია, უფროსი თაობის ფეხბურთელები, რომლებსაც მეტი ავტორიტეტი ჰქონდათ, ასრულებდნენ მწვრთნელის მოვალეობას. გუნდის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი იყო მეურნეობის დირექტორი შოთა ლემონჯავა. იგი ყველგან დაგვყვებოდა, არ ყოფილა შემთხვევა ფეხბურთელებს დაპირებული არ მიეღო. მას ფეხბურთისადმი უზადოდ დიდი სიყვარული ჰქონდა და ამის დასტური იყო ჩვენი გუნდი, რომელსაც სოფლის პირობების შესაბამისად, კარგი უზრუნველყოფა გვქონდა. აქვე უნდა გავიხსენო ერთი კარგი პიროვნება, საოცრად ერთგული გულშემატკივარი ჯუმბერ ხორავა, რომელიც არც ერთ მატჩს არ აცდენდა, უფრო მეტიც, ყველა გასვლაზე დაგვყვებოდა, ზედმეტ სახელად ,,ყალმათიას” ვეძახდით”. შემდეგი თაობა ,,მერეხის” სახელწოდებით გამოდიოდა, რომელსაც ავერი სიჭინავა წვრთნიდა. აქ თამაშობდნენ: იური სიჭინავა, დათო ფაცია, გიორგი (ჯერგე) თოდუა, ბაკურ, გელა, ბუთხუზ, რუსლან ხორავები, კახა ხარებავა, ვალერი, კახა სიჭინავები. დიდია ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში მწვრთნელების ვალერი სიჭინავას და კახა ხარებავას როლი. 2016 წელს ლესიჭინეში კვლავ შეიქმნა ფეხბურთელთა გუნდი ,,ლესიჭინე”, რომელსაც ფინანსურ უზრუნველყოფას უკეთებდა ბიზნესმენი ელდარ ხულორდავა. იგი ცნობილია თავისი სოფლისადმი სიყვარულითა და ქველმოქმედებით. კვლავ აჟრიამულდა სოფელი, კვლავ მოიყარეს პერსპექტიულმა ბიჭებმა თავი, სხვა სოფლის, თუ რაიონის ფეხბურთელებიც შეემატნენ და კონკურენტუნარიანი კოლექტივი გამოვიდა. აი, ისინიც: გოგი შენგელია, მამუკა გოგუა, ირაკლი სიორდია, გოგა იზორია, დათა მირგატია, ბესო დარსალია, მოგელი ბაბილუა, ბექა ოყუჯავა, ირაკლი შანავა, გიზო სიჭინავა, ზურაბ წიფურია, მათე ჭითანავა, გიორგი სორდია, ირაკლი ხვიჩია, გიორგი ჯალაღონია, დიმა სორდია, გუგა შეწირული, გიორგი ცაავა, ნოდარ მაჭავარიანი, ირაკლი ასათიანი, გიზო ხორავა, გიორგი სიჭინავა. შოთიკო სიჭინავა, დათუნა ვეკუა. მწვრთნელები იყვნენ ერემია ციმაკურიძე და გოგი შენგელია. გუნდს უდავოდ შეეძლო წარმატებით გაეგრძელებინა ასპარეზობა, მაგრამ გაუგებრობა მოხდა ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის და ,,ლესიჭინემ” ასპარეზობა შეწყვიტა. ეს დროებითი მგონია, რადგან სოფელში არის იმის პოტენციალი, რომ ფეხბურთელებმა ღირსეულად იასპარეზონ საქართველოს ჩემპიონატში. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ნუგზარ ჟვანია-ლაშა გახარიას სპორტული ცხოვრების ზოგიერთი დეტალები next post ნუგზარ ჟვანია გოგიტა გოგუას შესახებ You may also like სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა 26/04/2024 1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა 24/04/2024 თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი) 24/04/2024