მთავარი გვერდი ბლოგებიადამიანები ჩხოროწყუდან ნუგზარ ჟვანია გოგიტა გოგუას შესახებ

ნუგზარ ჟვანია გოგიტა გოგუას შესახებ

ჩვენი რაიონიდან არაერთმა ითამაშა დიდი ფეხბურთი, მაგრამ ყველაზე გამორჩეულად ხაბუმელმა გოგიტა გოგუამ იასპარეზა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებში. ჩვენ კარგად გვახსოვს მისი თამამი გარღვევები, შორეული დარტყმები, გატანილი გოლები…

179741 269640636509201 569968649 n

მაყურებელი დაჟინებით ითხოვდა მინდორზე გამოსვლას თუ კი სათადარიგო სკამზე იჯდა. და ეს ხდებოდა მაშინ, როცა გუნდს უჭირდა და ჰაერივით სჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც გოგიტა იყო _ შემტევი, შორიდან დამრტყმელი, შეუპოვარი, ვინც საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს, მაგრამ მწვრთნელების კაპრიზების გამო იგი ხშირად იჩაგრებოდა და ზოგჯერ იმედგაცრუებული რჩებოდა. არ არის დასამალი, გოგიტა ამ წლებში დაიჩაგრა.

მართალია, ჰქონდა ცოტა „ხისტი” ხასიათი, მაგრამ _ მართალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გუნდისთვის, ფეხბურთისთვის იყო საჭირო. 27 მატჩი ჩაატარა მან საქართველოს ნაკრებში და ყველა ღირსეულად, მაღალ დონეზე, ისე რომ არც ერთი მატჩის შემდეგ დაბალი შეფასება არ მიუღია. და, მაშინ, როცა ყველაზე უკეთ იყო ფორმაში, არ იძახებდნენ სანაკრებო შეკრებაზე და იძულებული გახდა თავად ეთქვა უარი ნაკრებში თამაშზე.

ცოტა უცნაურად მოეჩვენა ეს გადაწყვეტილება ქართველ გულშემატკივრებს, მაგრამ მას სხვა გზა არ დაუტოვეს. ასეთმა სუბიექტურმა მიდგომამ დააზარალა ქართული ფეხბურთი და შეიწირა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის მომავალი.

გოგიტა გოგუა დაიბადა 1983 წელს, ხაბუმეში. ბავშვობიდან გამოიჩინა ფეხბურთისადმი სიყვარული. თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო, როცა გადავიდა 35-ე სპორტულ სკოლა- ში. მამამისი მალხაზ გოგუა იხსენებს: პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში

მოხვედრა მაშინ დიდი პრობლემა იყო. მე კი ბავშვი 35-ე სპორტულ სკოლა- ში გადავიყვანე, რასაც ახლობლები მსაყვედურობდნენ. გოგიტას ისეთი მონაცემები ჰქონდა, რომ ცოდვა იყო ფეხბურთის გარეშე დარჩენილიყო. სპეციალისტები ასე მირჩევდნენ, მეც დავუჯერე და ახლა არ ვნანობ, რადგან

მან მართლაც ითამაშა დიდი ფეხბურთი”.

მახსოვს, მალხაზის მთელი სპორტული სკოლა ჩამოჰყავდა შინ, ხაბუმეში და ზაფხულის შეკრებას აქ ატარებდნენ ბავშვები. მეც დავსწრებივარ მათ ვარჯიშს, ამხანაგურ მატჩებს ადგილობრივი თუ მეზობელი რაიონების სპორტსკოლის გუნდებთან. გოგიტა ფავორიტი იყო, თანატოლებს შორის გამორჩეულად თამაშობდა.

გოგიტას ფეხბურთელობაში ლომის წილი უდევს მამისს, მალხაზ გოგუას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შვილის წარმატებისათვის. მან შეძლო როგორც ფინანსურად, ისე მორალურად გვერდში დადგომოდა შვილს და დასახული მიზნისთვის მიეღწია. ეს არ იყო ადვილი საქმე, მაშინ, როცა

ქვეყანას უჭირდა, მაგრამ მან ეს შეძლო. დღესაც გოგიტა მოქმედი ფეხბურთელია. როცა ეს სტრიქონები იწერება, ის გორის ,,დილას” შემადგენლობაშია და ჩვეულ ფორმაში აგრძელებს თამაშს. მას უყვარს ეს გუნდი, რადგანაც აქ სხვა დროსაც უთამაშია. ფეისბუკზე, გოგიტას გვერდზე, ასეთი ხუმრობა ამოვიკითხე: გოგიტას იმდენ კლუბში აქვს ნათამაშევი, შეუძლია ოფიციალურად მიმართოს გინესის კომიტეტსო.

მაინც რამდენში? ზუსტად ჩამოთვლა ალბათ მასაც გაუჭირდება. შევეცადე დამედგინა, თუ სად ითამაშა გოგიტამ, რომელიც ასე ჩანს: პირველი გუნდი თბილისის ,,მერანი” იყო, შემდეგ მოდის ლანჩხუთის ,,გურია”, თბილისის ,,დინამო”, რუსული ,,ვოლგა”, ,,სკა ენერგია” ყაზახეთის ,,ორდაბასი”, ,,ყიზილ-

ჟარისი” ,,ოკჟეტპესი”, ,,ირტიში”, ნალჩიკის ,,სპარტაკი”, გროზნოს ,,ტერეკი”, რამენსკოეს ,,სატურნი”, ,,ხიმკი”, ,,თბილისი”, გორის ,,დილა” (თანმიმდევრობა წლების მიხედვით დაცული არ არის). შეიძლება გამომრჩა რომელიმე გუნდი,მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან სადაც თამაშობდა, ყველგან #1 ფეხბურთელი იყო. უფრო მეტიც—ყაზახეთის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე დაასახელეს.

You may also like

Leave a Reply

Odabade.Ge

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

 პროექტი "ჩხოროწყუს ციფრული არქივი"    ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცის" და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კულტურის სამსახურის ერთობლივი ინიციატივაა

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ