ნუგზარ ჟვანია გიზო შენგელიას შესახებ

by chkhorotskuge
0 comments

გიზო შენგელია სპორტ-სკოლიდან მოვიდა ,,სამეგრელოში”, სადაც მწვრთნელად მუშაობდა ერემია ციმაკურიძე. მას მოეწონა  ყმაწვილი, რომელიც ყველაზე მეტად მეკარის პოზიციაზე იყო საჭირო.

 არ უღალატა მწვრთნელს ალღომ და იგი კარგი გოლკიპერი გამოდგა. აქ, ,,სამეგრელოში” მოიმაგრა მუხლი. მალე ჩადგა ძირითად შემადგენლობაში და გააგრძელა სახელოვანი გოლკიპერების ტრადიციები.

გოგიტა გოგუა და გიზო შენგელია

მალე მარტვილის ,,მერანში” მიიწვიეს. შემდეგ ის უმაღლესი ლიგის ბინადარი გახდა. მან წარმატებით ითამაშა ცხინვალის ,,სპარტაკში”, ბათუმის ,,დინამოში”, ფოთის ,,კოლხეთში”.

აი, რას წერდა მაშინ სპორტული გაზეთი ,,სარბიელი”: შენგელიების გვარს ამართლებს ,,მერანის” მეკარე გიზო შენგელია, რომელიც უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. იგი მარტვილის კარის საიმედო დარაჯია. მან არაერთხელ იხსნა გუნდი აშკარა გოლისაგან, როცა წყალტუბოელები გამუდმებით უტევდნენ სტუმართა კარს. გაზეთი ,,ლელო” კი ასეთ დასკვნას აკეთებს:

ფოთელთა მეკარე და გუნდის კაპიტანი გიზო შენგელია მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რადგან მან შეძლო ბათუმის ,,დინამოელთა” არაერთი მწვავე შემოტევის მოგერიება და გამარჯვების მოპოვება. იგი გუნდის ლიდერია”.

გიზომ ფოთში დაასრულა საფეხბურთო კარიერა. იგი ამ გუნდის კაპიტანი იყო წლების განმავლობაში. არავის ეგონა ასე ადრე თუ დაანებებდა თავს აქტიურ სპორტს, მაგრამ, მიუხედავად გულშემატკივრების თხოვნისა, გადაწყვეტილება არ შეცვალა. დაბრუნდა მშობლიურ რაიონში და თავის აღმზრდელ გუნდს ,,სამეგრელოს” მწვრთნელად მოევლინა, სადაც სამი წელი

იმუშავა. მუშაობდა წალენჯიხის ,,სკურის” მწვრთნელად

You may also like

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia