ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დარბაზში ჟურნალისტ ნუგზარ ჟვანიას წიგნის „ დიდი მდინარის პატარა შენაკადის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალისტი ნუგზარ ჟვანიას ინტერვუები და პუბლიკაციები ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელის მკითხველისთვის ბევრჯერ წარგვიდგენია.
ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ წიგნიც, რომელიც ძირითადში სპორტს და სპორტსმენებს ეხება, თუმცა ბევრ სხვა საინტერესო ფაქტსაც იხილავთ.
პრეზენტაციის დროს მიმოიხილეს სხვადასხვა ასპექტი, გაიხსენეს ცნობილი ადამიანები. სიტყვით გამოვიდა სპორტის სამსახურის უფროსი თეა ტყებუჩავა . აღინიშნა ქალთა საფეხბურთო კლუბ „სამეგრელოს“ დიდი წარმატება
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩხოროწყუს პირველი ვიცე მერი გოჩა ჩიქოვანი, ვიცე მერი ვალერი თოდუა და სხვები
თეთრგვარდიელი, სამსონ უთუს ძე ჩიქოვანი (მარცხნიდან პირველი) ირიცხებოდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, პირად დაცვაში
ქვემოთ - მუხურის საშუალო სკოლის ღვაწლმოსილი, ლენინის ორდენოსანი პედაგოგები : გოგოლი (ვერა) ასათიანი - კუხალეიშვილი, ივანე (ივაკი) კუხალეიშვილი და ნესტორ ქომეთიანი
ზემოთ - შემდგომი თაობის სახელოვანი პედაგოგები - კალისტრატე და ბორის ჩიქოვანები, რომლებსაც სხვადასხვა წლებში ეკავათ მუხურის საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობა.